10 გზა, როგორ აღვნიშნოთ დაბადების დღე სტუმრების გარეშე
ფოტო: Nickelodeon
როგორც ერთ-ერთი ანიმაციის გმირი მღერის, ძალიან სამწუხაროა, რომ დაბადების დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელაა. ზოგს, შესაძლოა, დიდად არც უყვარდეს საკუთარი დაბადების დღე, თუმცა, რამდენიმე მიზეზი მაინც არსებობს, რის გამოც მის მიმართ გულგრილნი ვერ ვართ. სიმართლე ითქვას, პანდემიურ რეალობაში ამ მიზეზების ჩამონათვალი მცირდება: მაგალითად, ვერც შესაბამისი დოზით ვექცევით ყურადღების ცენტრში და საყვარელი ადამიანებიც ხშირად ჩვენგან შორს არიან. მართალია, წელიწადში მხოლოდ ეს ერთი დღე გვაქვს და მომდევნოს ლოდინში კიდევ 12 თვე გაირბენს, აუცილებელია, ჩვენი და სხვების უსაფრთხოება ყველაზე უპირატეს პირობად განვსაზღვროთ და აქა-იქ ინტერნეტი მოვჩხრიკოთ, რათა, ერთი შეხედვით, უღიმღამობისთვის განწირული დღე დასამახსოვრებელ დღესასწაულად ვაქციოთ.
აი, ინტროვერტებს ინტერნეტის მოჩხრეკა ნამდვილად არ გვჭირდება, რადგან პანდემიურ დაბადების დღეებს ჯერ კიდევ პანდემიამდე ვიხდიდით, სტუმრების მინიმუმამდე შემცირებაში კი, უბრალოდ, ბადალი არ გვყავს. ამიტომ, უკვე გამოცდილი აქტივობების შემოთავაზება შეგვიძლია.
1. გაისეირნეთ და გადაიღეთ ფოტოები
ფოტო: Tenor
შესაძლოა, ამ დღეს შვებულება ვერ დაამთხვიეთ, თუმცა, რომც დაგემთხვიათ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სათუოა, ხალხმრავალ კურორტზე წასულიყავით. ამიტომ, როცა კურორტზე ვერ მივდივართ, ვცდილობთ, კურორტი შინ მოვიწყოთ — ნოყიერი საუზმის შემდეგ ახლომდებარე პარკში ან სკვერში გასვლა, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე მზეს მიფიცხება და დღის გეგმებზე ჩაფიქრება სწორედაც რომ შესანიშნავი პანდემიური დაბადების დღის დასაწყისია. გონებაში შეგიძლიათ ჩამოწეროთ ყველა ის ადგილი, რომელსაც გარეთ ყოფნისას აპირებთ, რომ ესტუმროთ: მაღაზია, საკონდიტრო და სხვა. მერე კი, როცა გზას გაუდგებით, ფოტოების გადაღებასაც ნუ დაზარდებით, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს დღეს დასამახსოვრებელი იყოს.
2. უყიდეთ საკუთარ თავს საჩუქარი
ფოტო: Tenor
კიდევ ერთი რამ, რაც დაბადების დღის დაუვიწყარ მომენტად ქცევაში დაგეხმარებათ, იმ ნივთის ყიდვაა, რომელიც დიდი ხანია, გსურდათ, ან, უბრალოდ, ნივთი, რომლის ჩუქებაც სხვისგან გაგიხარდებოდათ. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავისთვის საჩუქარი, ცხადია, თქვენი სურვილების მიხედვით უნდა შეარჩიოთ; იმ მომენტში, შესაძლოა, მხოლოდ გემრიელად წახემსება ან ფრჩხილის ახალი ლაქი გინდოდეთ, თუმცა, უმჯობესია, თუკი ისეთ რამეზე შეაჩერებთ არჩევანს, რაც მუდამ თქვენ გვერდით იქნება და ამ დღეს მოგაგონებთ — წიგნი, სამკაული ან, თუნდაც, ლამაზი კაშნე.
3. გაანებივრეთ საკუთარი თავი ზრუნვით
ფოტო: Teno
თუნდაც თვის ბოლოს იყოს თქვენი დაბადების დღე, ცოტა ხნით თავიდან ამოიგდეთ დარდი იმაზე, თუ რა დრო დარჩა ხელფასამდე — მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ციფრი წერია წერტილის მარცხნივ თქვენს საბანკო ანგარიშზე, ნებისმიერი თანხით შეიძლება საკუთარი თავი შესაბამისად გაანებივროთ. აქ კი, მხოლოდ საჩუქრები არ იგულისხმება. მოიფიქრეთ ორიგინალური ვარცხნილობა, საგულდაგულოდ შეარჩიეთ ახალი თმის ფერი ანდაც, უბრალოდ, ისადილეთ რესტორანში — მოკლედ, ერთი დღით წარმოიდგინეთ, რომ კარდაშიანების ოჯახის წევრი ხართ.
4. დახატეთ
ფოტო: Tenor
უკვე არაერთხელ ვახსენეთ, რომ ბევრ რამეს, განსაკუთრებით კი დეტალებს, დაბადების დღეზე მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზანი მხოლოდ დაუვიწყარი დღის შექმნაა. შესაბამისად, არც ისაა მნიშვნელოვანი, ხატვის რამდენად კარგი უნარები გაქვთ; შეგიძლიათ, უბრალოდ, ვიდეოგაკვეთილი მოძებნოთ და იმის მიხედვით შექმნათ ნახატი. ერთი მხრივ, ასე განიტვირთებით და ხელოვნებასთან კავშირით ისიამოვნებთ, მეორე მხრივ, დარჩენილი და მოსასწრები საქმეების შესასრულებლად საკუთარ პროდუქტიულობას აამაღლებთ, მესამე მხრივ კი ნახატი კვლავაც სამახსოვროდ დაგრჩებათ (თარიღის მიწერა ნუ დაგავიწყდებათ).
5. უყურეთ იმ საყვარელ ფილმებსა და სერიალების ეპიზოდებს, სადაც პერსონაჟები დაბადების დღეს აღნიშნავენ
ფოტო: Tenor
ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ქვიშაზე დახატული ტორტით იწყება. როცა მგონია, რომ უღიმღამო დაბადების დღე მაქვს, ვიხსენებ, რამდენად დასამახსოვრებელი იქნებოდა თუნდაც ასეთი აღნიშვნა ჰარი პოტერისთვის, რომელსაც ბავშვობაში საჩუქრად ბიძის ძველ წინდებს ჩუქნიდნენ ხოლმე. ისე კი, ნებისმიერი ფილმი ან სერიალის ცალკეული ეპიზოდი, სადაც პერსონაჟები დაბადების დღეს აღნიშნავენ, სადღესასწაულო განწყობას ნამდვილად შეგიქმნით. ზოგმა, ჰარი პოტერის მსგავსად, შეიძლება იმის ცოდნით განუგეშოთ კიდეც, თუ რამდენად გაგიმართლათ.
6. განაახლეთ სახლის ან თქვენი ოთახის ინტერიერი
ფოტო: Tenor
საეჭვოა, ერთ დღეში რემონტი მოასწროთ, თუმცა, მაინც შეგიძლიათ, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება განახლებულ გარემოში აღნიშნოთ. გადაადგილეთ ავეჯი, გადააწყვეთ წიგნები კარადაში ან, თუკი გასეირნებისას ახალი ნახატი და ოთახის მცენარე შეიძინეთ, მოუძებნეთ მათ ადგილი. ინტერიერში ნებისმიერი მცირე ცვლილებაც კი იმის შეგრძნებას დაგიტოვებთ, რომ ეს მორიგი რუტინული დღე კი არა, განსაკუთრებული და ახლის საწყისი მომენტია.
7. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო ოცნებას
ფოტო: Tenor
მეოცნებეების წასახალისებლად გახუნებულ ფრაზას, "ოცნებას კაცი არ მოუკლავსო" იყენებენ ხოლმე, მე კიდევ მჯერა, რომ არათუ არაფერი არაა ცუდი ოცნებაში, არამედ დიდი ამბები სწორედაც რომ ოცნებით იწყება. დაბადების დღე სიმბოლური თარიღია იმის მოსაგონებლად, თუ რას მიაღწიეთ აქამდე, მერე კი იმის დასაგეგმავადაც, თუ რა გინდათ, რომ შემდეგ, თუნდაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოხდეს. უოლტ დისნეიმ ხომ ერთხელ შეგვახსენა, თუკი რამეზე ოცნებობთ, გამოგივათ კიდეც, იმიტომ, რომ მე ყველაფერი ოცნებით და თაგუნათი დავიწყეო.
8. ივახშმეთ ისე, თითქოს თქვენი კორონაციის დღე იყოს
ფოტო: Tenor
თქვენი არ ვიცი, მაგრამ როცა პანდემიამდე დაბადების დღეზე მიპატიჟებაზე ვინმეს უარს ვეუბნებოდი, ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა, სადღესასწაულო სუფრა იყო ხოლმე. თუმცა, მთელი წლის სინანული ერთ დღეში შეიძლება გაქარწყლდეს, თუკი საყვარელ სასუსნავებს მოიმარაგებთ და სუფრასაც მხოლოდ იმ კერძებით გააწყობთ, რომლებიც თქვენ გიყვართ — ეს დღე ხომ მთლიანად იუბილარს ეძღვნება. თუ კულინარია გიყვართ, ამ კერძების თავად მომზადება დამატებით სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. თუმცა, ალბათ არც შეკვეთილი საჭმელი დაგტოვებთ იმედგაცრუებულს, თუ არ გარისკავთ და მხოლოდ უკვე გასინჯულ კერძებს მოისურვებთ.
9. იცეკვეთ ისე, თითქოს არავინ გიყურებთ, იმიტომ, რომ მართლა არავინ გიყურებთ
ფოტო: Tenor
ამჯერად არც შუქის ჩაქრობა იქნება საჭირო "გასახსნელად" და არც მუსიკის ბოლო ხმაზე აწევა. ხატვის არ იყოს, როცა მარტო ვრჩებით, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენად კარგად ვცეკვავთ. უბრალოდ, გვსიამოვნებს მუსიკისთვის ტანის აყოლება და ცოტა ხნით გარესამყაროს დავიწყება. დაბადების დღე კი ცეკვის გარეშე არ არსებობს, ამიტომ განახლებულ ინტერიერში საგანგებოდ გამოყავით საცეკვაო მოედანი, წინასწარ და გულდასმით, ხასიათის მიხედვით შეარჩიეთ მუსიკა და ისიამოვნეთ.
10. დაწერეთ, ყველაფერი დაწერეთ
ფოტო: Tenor
წერის სარგებელზე უკვე გვისაუბრია, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ მოგონებების შესანახავად ნაწერზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. შესაძლოა, ფოტოებიც გადაიღეთ, სანუკვარი ნივთიც იყიდეთ და ეცადეთ, ყველაფერი გონებაში მკაფიოდ ჩაბეჭდილიყო, თუმცა, დღის ბოლოს ნუ დაგავიწყდებათ, ყველაფერი დაწეროთ: რა გააკეთეთ ამ დღეს, რას გრძნობთ იმ მომენტში, ვისმა მოლოცვამ გაგახარათ ყველაზე მეტად და ვის დაავიწყდით (გამოგადგებათ, მერწმუნეთ). ამასთან, როგორც უკვე ვთქვით, დაბადების დღე ბევრ რამეზე დასაფიქრებლად სიმბოლური თარიღია, ამიტომ გულწრფელ ნაწერში განვლილ წელსაც შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ და არც მომავლის გეგმები და ოცნებები გამოგრჩეთ მხედველობიდან.
იმიტომ, რომ ეს თქვენი დაბადების დღეა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები