15 სერიალი, რომლის პრემიერაც ამ შემოდგომაზე არ უნდა გამოგრჩეს
ფოტო: Apple / Netflix
უკვე ვეღარავინ უარყოფს, რომ სერიალების ეპოქაში ვცხოვრობთ: ტელევიზიები თუ სტრიმინგ სერვისები ერთმანეთს ეჯიბრებიან ნაირ-ნაირი პროექტების წარმოებასა და გავრცელებაში.
რადგანაც ლამის ყოველდღიურად გამოდის ახალ-ახალი სატელევიზიო შოუები, რომლებიც ერთმანეთისგან ჟანრით, სამსახიობო შემადგენლობითა თუ ესთეტიკით განსხვავდება, ხანდახან მართლა რთულია, საშენო სანახაობა მარტივად შეარჩიო.
არადა სერიალების მოყვარულები გაფაციცებით ეძებენ ხოლმე ახალ საკბილოს და ახლა სწორედ შემდეგ სამ თვეში დაგეგმილ სიახლეებს შორის იმ რამდენიმე განსაკუთრებულად საინტერესო პრემიერაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ.
1. The Morning Show (დილის გადაცემა), მე-2 სეზონი
ამ შოუმ უკვე თქვა თავისი სიტყვა დღევანდელობისთვის ისეთ მწვავე, საფრთხილო და მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც სამუშაო ადგილას გამოვლენილი სექსუალური შევიწროების მასშტაბური და ხშირად უხილავი პრობლემაა. ჯენიფერ ენისტონისა და რიზ უიზერსპუნის დუეტი მეორე სეზონში ისტორიის კიდევ უფრო დაძაბულ განვითარებას გვპირდება.
პრემიერა: 17 სექტემბერი
2. Sex Education (სქესობრივი განათლება), მე-3 სეზონი
ამ სერიალმა სულ მცირე დროში იმდენი გულშემატკივრის გული მოიგო, აღარაფრის დამატებაა საჭირო — საყვარელი პერსონაჟების კიდევ ერთი სასწავლო წელი იწყება მურდეულის სკოლაში! თან გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, წინ რაღაც დიდი ცვლილებები გველის...
პრემიერა: 17 სექტემბერი
3. Foundation (დასაბამი)
ეს არა მარტო შემოდგომის, არამედ წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე პრემიერაა, რადგანაც დასაბამი აიზეკ აზიმოვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამავე სახელწოდების მქონე საკულტო ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს და რაღაც ზღაპრულად მასშტაბური სანახაობის მოლოდინი აქვს ყველას.
პრემიერა: 24 სექტემბერი
4. Scenes from a Marriage (სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან)
HBO-მ ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან ამერიკული ვერსია გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს ჯესიკა ჩესტეინი და ოსკარ აიზეკი ასრულებენ, რაც უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ამ ოჯახურ დრამას თვალი აუცილებლად მიადევნოთ.
პრემიერა: 12 სექტემბერი
5. American Crime Story: Impeachment (ამერიკული კრიმინალური ისტორია: იმპიჩმენტი)
რაიან მერფიმ თავისი ანთოლოგიური სერიალის ამერიკული კრიმინალური ისტორია ფარგლებში უკვე მოგვითხრო ო.ჯეი. სიმპსონის გახმაურებულ სასამართლო საქმისა და ჯანი ვერსაჩის მკვლელობის შესახებ, ახლა კი თეთრი სახლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ეპიზოდის — ბილ კლინტონის იმპიჩმენტის დროა.
პრემიერა: 7 სექტემბერი
6. La Casa De Papel (ქაღალდის სახლი), მე-5 სეზონი
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანურენოვანი სერიალი დასასრულს მიუახლოვდა: ერთგული ფანები სულ მალე იხილავენ ფინალურ, მეხუთე სეზონს.
პრემიერა: 3 სექტემბერი
7. Succession (მემკვიდრეობა), მე-3 სეზონი
ამ შოუმ ჯერ რატომღაც სათანადო პოპულარობა ვერ მოიპოვა ქართველ მაყურებლებში, არადა შარშან ემის დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა. სანამ მესამე სეზონი გამოსულა, შანსი გაქვთ, წამოეწიოთ და წინა ორი სეზონით გაიცნოთ ეს საოცრად დახვეწილი სატელევიზიო ნამუშევარი.
პრემიერა: ოქტომბერი
8. Midnight Mass (შუაღამის მესა)
ეს სიახლე განსაკუთრებით საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებთ: ამ ჟანრში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და აღიარებული სერიალის ჰილჰაუსის მოჩვენება შემქმნელმა, მაიკ ფლენეგანმა ახალი სატელევიზიო შოუ გადაიღო კვლავ მისტიკური და საშიში ატმოსფეროთი.
პრემიერა: 24 სექტემბერი
9. Maid (მოსამსახურე)
ნეტფლიქსისგან მეტწილად მძაფრსიუჟეტიან შოუებს ვართ მიჩვეული, თუმცა ამჯერად უფრო სოციალური პრობლემებით სავსე დრამას გვთავაზობენ: სერიალი, რომელშიც მთავარ როლს The Leftovers-ის (ნარჩენები) მსახიობი მარგარეტ ქუალი ასრულებს, ღარიბი ახალგაზრდა დედის ყოველდღიურობის შესახებ მოგვითხრობს.
პრემიერა: 1-ლი ოქტომბერი
10. Dexter: New Blood (დექსტერი: ახალი სისხლი)
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე უამრავი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი ბრუნდება, ოღონდ... ერთი შეხედვით, სრულიად შეცვლილი. ვნახოთ, ამჯერად რა მოულოდნელ სიურპრიზებს გვიმზადებს.
პრემიერა: 7 ნოემბერი
11. Gossip Girl (ჭორიკანა)
ეკრანებზე კიდევ ერთი ძველი და პოპულარული სერიალი დაბრუნდა, ოღონდ სრულიად განახლებული სიუჟეტითა და გმირებით: ჭორიკანა ამჯერად ახალი თაობის ცხოვრების შესახებ გვიყვება. თანამედროვე ისტორიის პირველი ნაწილი უკვე გამოვიდა, დარჩენილი ეპიზოდების გამოშვება კი, წესით, ნოემბრიდან დაიწყება.
პრემიერა: ნოემბერი
12. The Great (დიადი), მე-2 სეზონი
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე, რასაც ხელი კიდევ უფრო შეუწყო ნეტფლიქსის აღიარებულმა სერიალმა The Crown (გვირგვინი). თუ თქვენც გიტაცებთ სამეფო კარის ინტრიგები, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს შოუც, რომელიც რუსეთის იმპერატორის — ეკატერინე მეორის შესახებ მოგვითხრობს და წარმოუდგენლად სახალისო, კომიკურ და დაუჯერებელ აბსურდში ჩაგითრევთ.
პრემიერა: 19 ნოემბერი
13. You (შენ), მე-3 სეზონი
ჯო გოლდბერგი კიდევ უფრო საშიში ხდება და გაცილებით მზაკვრულ გეგმებს აწყობს. ყოველ შემთხვევაში, ახალი სეზონის ანონსით თუ ვიმსჯელებთ, წინ პირდაპირი მნიშვნელობით სისხლიანი სანახაობა გველოდება.
პრემიერა: 15 ოქტომბერი
14. The Wheel Of Time (დროის ბორბალი)
ეს სერიალი ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პოპულარული და აღიარებული წიგნების სერიის მიხედვით გადაიღეს და რობერტ ჯორდანის შემოქმედების მკითხველების შემდეგ ამაზონი თავის მაყურებლებსაც ზღაპრულ სანახაობას ჰპირდება. ამ შოუს ნახვა, ალბათ, მარტო იმიტომაც ღირს, რომ მასში ერთ-ერთ მთავარ როლს განუმეორებელი როზამუნდ პაიკი ასრულებს.
პრემიერა: 19 ნოემბერი
15. The Lost Symbol (დაკარგული სიმბოლო)
ყველას სმენია დენ ბრაუნის ისეთი მსოფლიო ბესტსელერების შესახებ, როგორებიცაა და ვინჩის კოდი, ინფერნო და ანგელოზები და დემონები, რომელთა მიხედვითაც ასევე ძალიან ცნობილი ეკრანიზაციებია გადაღებული. დაკარგული სიმბოლოც ამ სერიის ნაწილია, ოღონდ მასზე აქამდე ფილმი არ გადაუღიათ და ახლა პირდაპირ მთელ სერიალს ვიხილავთ რობერტ ლენგდონის დამაინტრიგებელი გამოძიების შესახებ.
პრემიერა: 16 სექტემბერი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები