რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

1 Sep. 2021, 20:42

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მინდა მოვიყვანო იმისა, თუ რა გაკეთდა და ბუნებრივია, დასკვნები შემდეგ თქვენ გამოიტანეთ. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ურეკში და მივდიოდი ბათუმის მიმართულებით. გავჩერდი შლაგბაუმზე, სადაც ჩაიარა შტადლერის ახალმა მატარებელმა, რომელიც მაქამდე არ იყო და უცებ, გარკვეულწილად, ადამიანი იბნევი, იმიტომ, რომ თავს გრძნობ ნამდვილად ევროპაში, როცა ხედავ ამ მატარებელს.

მას შემდეგ, რაც გაიხსნა შლაგბაუმი და დავიძარი ბათუმის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს დავინახე დენდროლოგიური პარკი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც ხეების გადმოტანა მიმდინარეობდა. დღეს კი გვაქვს უმშვენიერესი პარკი, რომელიც მართლაც, რომ საოცრება არის. გავიხედეთ მარცხენა მხარეს და დავინახეთ მუსიკოსების პარკი, სადაც უამრავი ტურისტი, მართლაც რომ გაოცებული იყურებოდა. კიდევ მინიატურების პარკი და ბლექ სი არენა და ახალი გზით წავედით ბათუმისკენ და ახალი ავტობანით, სულ რაღაც 15-20 წუთში ვიყავით ბათუმში.

აი, ეს არის მეგობრებო ის ნათელი ცვლილებები, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თვალით. უბრალოდ, განსხვავებით წინამორბედებისაგან არ ახდენს ამის დამადლებას, იმიტომ, რომ ამით ჩვენ თავი კი არ უნდა მოვიწონოთ, არამედ, უბრალოდ, გაბარებთ ანგარიშს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…