ყიფშიძის ქუჩის "ურბანული გენოციდი" უნდა შეჩერდეს — მედეა მეტრეველი
პოლიტიკური პარტია ლელოს ლიდერებმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა დღეს, ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა მოინახულეს. მათი თქმით, ეს მშენებლობა "ურბანული გენოციდია".
"2021 წლის თებერვალში, წინასაარჩევნოდ, თბილისი მერმა კახი კალაძემ "ურბანული გენოციდი“ უწოდა სპორტის სასახლის დასახლებას, თუმცა არ გახსენებია რომ ზუსტად ერთი წლის წინ — 2020 წლის 22 აპრილს — თავად მოუწყო ამჯერად უკვე ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას კიდევ ერთი ურბანული გენოციდი და ეს გადაწყვეტილება ერთ თვეში ნოტარიალურად დაუმოწმა თბილისი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს განკარგულებით", — განაცხადა მედეა მეტრეველმა.
მეტრეველის განცხადებით, "2020 წლის 15 მაისს, თბილისის ხელისუფლებამ, პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში, სწორედ ასეთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისთვის მოიცალა და საკრებულოს თავმჯდომარემაც მწვანე შუქი აუნთო გუმბათი ჰოლდინგი +ს დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებაზე".
მისი თქმით, ყიფშიძის N 1-ში გაიცა ნებართვა მიწის ნაკვეთის განაშენების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებაზე 2=5.4 და სამი დიდი 25, 16 და 19-სართულიანი კორპუსის აშენების თაობაზე.
"ამ კოორდინირებული გადაწყვეტილებით 2005-2007 წლებში დაუმთავრებელი მშენებლობით 190 დაზარალებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას ამოფარებულმა მერიამ და საკრებულომ დააზარალეს არა მხოლოდ დამატებით ათასობით ოჯახი, რომლებიც ცხოვრობენ მშენებლობის გარშემო მიმდებარე კორპუსებში, არამედ თავად დაზარალებული ოჯახებიც, რომელთა მიმართ დავალიანება სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული 2006 წლიდან. თუმცა, ახალი მშენებლობის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ოჯახებსაც მოუწევთ ბეტონის კედელბით ჩახერგილ, უჰაერო და დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება", — აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია ლელოდან.
მედეა მეტრეველი აცხადებს, რომ ნებართვის გაცემისას არ იყო გათვალისწინებული დასახლების მდგრადი განვითარების საკითხები; არ არსებობდა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა; არ იყო დაცული მომიჯნავე შენობების განათების საკითხი; არ იყო სათანადოდ შესწავლილი მშენებლობის გავლენა მომიჯნავე შენობებზე.
"წინა წლებში ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე დაჩქარებული განაშენიანების პროცესმა უკვე ისედაც შეუქმნა ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას წყლის მოწოდების, საცობების, ჰაერის დაბინძურების, მწვანე საფარის განადგურების არაერთი პრობლემა. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია გასცეს პასუხი ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას და დაზარალებულ ოჯახებს თუ რატომ არ გამოიძებნა საუკეთესო გზები გათვალისწინებულიყო უპირველეს ყოვლისა არა ინვესტორის არამედ მოსახლეობის ინტერესები, რომლებსაც, ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ უჰაერო, უმზეო და საცობებით სავსე უბანში ცხოვრება", — აცხადებს მეტრეველი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები