ქაბულში "საზეიმო სროლის" შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა
ფოტო: WANA (West Asia News Agency) via REUTERS
ქაბულში, თალიბების ჰაერში უკონტროლო და "საზეიმო სროლას" სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. Reuters-ის ინფორმაციით, ისინი ავღანეთის ერთ-ერთ რეგიონ პანჯშირში მიღწეულ წარმატებას აღნიშნავდნენ. პანჯშირი ავღანეთის უკანასკნელი რეგიონია, რომელიც ისლამისტური ჯგუფის წინააღმდეგ იბრძვის. ოპოზიციის ლიდერები რეგიონის დაცემას უარყოფენ.
Reuters-ის ცნობით, "საზეიმო სროლას" მსხვერპლი, ასევე, ავღანეთის სხვა რეგიონებშიც მოჰყვა. ნანგარჰარის პროვინციაში ბრმა ტყვიით 14 ადამიანი დაშავდა.
ჰაერში უკონტროლო სროლა თალიბანის პრესსპიკერმა გააკრიტიკა.
"ჰაერში სროლას თავი აარუდეთ, ნაცვლად ღმერთს მადლობა გადაუხადეთ. ტყვიებმა, შესაძლოა, მოსახლეობა დააზიანოს, ამიტომ უმიზეზოდ ნუ ისვრით", — თქვა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდიმ.
2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა პირველ მაისს დაიწყებოდა და 31 აგვისტომდე დასრულდებოდა. ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა ქაბულის აღებაც მალე შეძლო — პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს.
მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ძალაუფლების მიღების შემდეგ თალიბებმა არაერთი ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.
31 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდა ევაკუაციის პროცესი და 20-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთი უკანასკნელმა ამერიკელმა სამხედრომაც დატოვა. ქაბულის აეროპორტს ახლა თალიბები აკონტროლებენ.
გაიგე მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები