აგვისტოში ქართულ ოცნებას 5 მილიონი ლარი შესწირეს, დანარჩენ პარტიებს — 1 მილიონი
ფოტო: Facebook
აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში პარტიების შემოწირულობების ჯამურმა ოდენობამ 6 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც ქართული ოცნების შემოწირულობების მოცულობა 5 მილიონი, ხოლო ყველა სხვა პარტიისთვის ჩარიცხული თანხების ჯამური ოდენობა 1 მილიონი ლარი იყო.
შემოწირულობების მიღების მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა აშკარაა — მისი მოცულობა 5 ჯერ უსწრებს სხვა პარტიების ჯამურ ფინანსურ მხარდაჭერას. ბუნებრივია, შემოწირულობათა მიღების გააქტიურება თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც მიმდინარე წლის აგვისტოში შემოწირულობები მიიღეს ასეთია:
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო — 4 990 854 ლარი;
- საქართველოსთვის — 439 500 ლარი;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 243 050 ლარი;
- ლელო საქართველოსთვის — 194 566 ლარი;
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის — 54 886 ლარი;
- ელენე ხოშტარია — დროა — 31 468 ლარი;
- ევროპელი სოციალისტები — 25 000 ლარი;
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — 24 460 ლარი;
- ხალხისთვის — 14 207 ლარი;
- თავისუფალი საქართველო — 3 190 ლარი;
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3 000 ლარი;
- დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო — 1 554 ლარი;
- მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის — 1 075 ლარი;
როგორც აუდიტის სამსახურის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, აგვისტოში ქართული ოცნების შემომწირველებს შორის 268 ფიზიკური და 43 იურიდიული პირი იყო.
მმართველი პარტიის შემომწირველ იურიდიულ პირებს შორის აგვისტოში ყველაზე მეტი თანხა ამ ორგანიზაციებმა ჩარიცხეს:
- შპს ჯონთაუერს — 60 000 ლარი;
- შპს იმერეთი — 50 000 ლარი;
- შპს იბოლია — 20 000 ლარი;
- შპს გენ — 16 000 ლარი;
- შპს ევროპა — 15 000 ლარი;
- შპს მშენ 2008 — 15 000 ლარი;
- შპს მშენებელი — 15 000 ლარი;
- შპს მშენებელი 2012 — 15 000 ლარი;
- შპს აგროქართლი — 10 000 ლარი.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტოში იურიდიულმა პირებმა ქართულ ოცნებას ჯამში 304 ათასი ლარი შესწირეს, ხოლო ფიზიკურმა ფირებმა — 4,7 მილიონი ლარი. ფიზიკურ პირებს შორის ქართულ ოცნებას 28 ადამიანმა შესწირა 60 000 ლარი, ხოლო 15-მა პირმა 50 000.
მმართველი პარტიის შემდეგ აგვისტოს თვის შემოწირულობში პარტია საქართველოსთვის ლიდერობს. გიორგი გახარიას პარტიამ აგვისტოში 439 500 ლარის შემოწირულობა მიიღო. პარტიის შემომწირველებს შორის მხოლოდ ფიზიკური პირები არიან — აგვისტოში ასეთი სულ 83 ადამიანი იყო.
პარტია საქართველოსთვის ტოპ შემომწირველები აგვისტოში:
- დავით გოგიძე — 30 000 ლარი;
- გოჩა ჯანელიძე — 30 000 ლარი;
- გიორგი ბაკურაძე — 25 000 ლარი;
- გიორგი გოგუაძე — 24 500 ლარი;
შემდეგი პარტია, რომელმაც აგვისტოში ყველაზე მეტი მოცულობის შემოწირულობა მიიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა — მას ჯამში 243 050 ლარი შესწირეს. პარტიის მხარდამჭერებს შორის 2 იურიდიული და 23 ფიზიკური პირი იყო.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული შემოწირულობების თითქმის ნახევარი — 120 000 ლარი შპს ჯი-ემ-პიმ ჩარიცხა.
ენმ-ის სხვა ტოპ შემომწირველების სია კი ასე გადანაწილდა:
- ნინო კვიტაიშვილი — 30 000 ლარი;
- ნინო ქოქოსაძე — 15 000 ლარი;
- ვლადიმერ ხვედელიძე — 15 000 ლარი;
- გიორგი სურმავა — 11 560 ლარი;
აგვისტოში ლელოს შემომწირველებს შორის 1 იურიდიული და 12 ფიზიკური პირი იყო — პარტიამ ჯამში 194 566 ლარი მიიღო. ლელოს ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, 60 000 ლარი კახაბერ ხიდეშელმა შესწირა. 30 000 ლარით დაუჭირა მხარი პარტიას როგორც დავით კობერიძემ, ისე დავით ძიგოშვილმაც.
რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, ამ პარტიამ აგვისტოში 54 886 ლარი შემოწირულობა მიიღო. მათ შორის იყო 11 056 ლარის მოცულობის არაფულადი შემოწირულობა. აგვისტოში პარტიას ყველაზე მეტი თანხა, 24 000 ლარი თამარ ჩერგოლეიშვილმა შესწირა. გარდა ამისა, 10 000 ლარი შესწირა პარტიას ლევან სუთიძემ.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტოში სხვა პარტიების ჯამური შემოწირულობების მოცულობამ 103 954 ლარი შეადგინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები