ეროვნული ბიბლიოთეკა აბრეშუმის გზის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ალიანსის წევრი გახდა
ეროვნული ბიბლიოთეკა აბრეშუმის გზის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ალიანსის წევრი გახდა. დღეისთვის აბრეშუმის გზის საბიბლიოთეკო ალიანსის წევრი რეგიონის 30-მდე ბიბლიოთეკაა, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებიც: ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, საუდის არაბეთის, ყაზახეთის, ინდონეზიის, ყატარის, ტაილანდის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სხვა.
აბრეშუმის გზის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ალიანსი 2018 წელს, ჩინეთში, სიჩუანის რეგიონში, ქალაქ ჩენგდუში, საბიბლიოთეკო კონფერენციაზე შეიქმნა. ალიანსის იდეა სუნ იგანგს, ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ეკუთვნის.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ თანამშრომლობა პირველად 2019 წელს დაიგეგმა, თუმცა მხოლოდ წელს განხორციელდა. მათივე განცხადებით, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის ხელშეწყობისთვის.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციისა და ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების გაერთიანების წევრიც არის, სადაც მათ საქმიანობას მაია სიმონიშვილი წარადგენს.
ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ჩართულობა, განსაკუთრებით, პანდემიურ რეალობაში, საბიბლიოთეკო სფეროსთვისა და მომავალი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბიბლიოთეკებს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამავე დროს, მსოფლიო კულტურის მონაცემთა გაცვლის ცენტრებია. ალიანსის ბიბლიოთეკების პასუხისმგებლობა, თანამშრომლობისა და განვითარების ხელშეწყობით, მთელ მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მხარდაჭერა, კვლევების შედეგების დაცვა და კომუნიკაციების განვითარება გახლავთ.
"2 სექტემბერს ალიანსის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ვირტუალურად ჩატარდა, რომელშიც ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლობაც ჩაერთო. ჩენგდუს რეგიონში, საიდანაც ანტიკური პერიოდის აბრეშუმის გზა იწყებოდა, მრავალი სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ალიანსის შექმნის პირობა "მშვიდობიანი პარტნიორობა, ღიაობა და მიმღებლობა, ორმხრივი განვითარება და გამოცდილების გაზიარება გახლავთ", — აღნიშნავს კონფერენციაზე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი მაია სიმონიშვილი.
აბრეშუმის გზის რეგიონებში არსებული ქვეყნების ბიბლიოთეკები კოლექციების შექმნის, დაცვისა და სარგებლობის შესახებ ერთმანეთს უახლეს ინფორმაციას გააცნობენ. გათვალისწინებულია საერთაშორისო დონის ტრენინგებიც, რაც მონაწილე მხარეების პროფესიულ საქმიანობას ხელს შეუწყობს. ინტერესის სფეროა, აგრეთვე, კულტურული სიახლეების გაცვლა, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, ცვლილებებისა და სტრატეგიების განხილვა.
"ჩვენ ვეცდებით, რომ ალიანსის ყველა წევრმა იგრძნოს ჰარმონიული თანამშრომლობის შედეგები, რათა უკეთესი საერთო მომავალი შევქმნათ. განსაკუთრებული ყურადღების საგანია ბიბლიოთეკების საშუალებით ქვეყნების მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა", — აღნიშნავს ჩინეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
ალიანსმა აგრეთვე მოამზადა მანიფესტი, რომელიც ფორუმისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, კულტურის სფეროში, ბიბლიოთეკებისა და წიგნის პროფესიონალთა თანამშრომლობის სხვადასხვა გზებს მოიაზრებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები