ზუმერის ახალ კამპანიაში ენძელასა და იასთან ერთად გუდამაყრელ ნარუტოსაც იხილავთ
თუ ზუმერის საშემოდგომო კამპანიის რგოლი ჯერ არ გინახავს, წინ დიდი სიამოვნება გელის. მორიგი წარმატებული რეკლამა ფეისბუქზე გავირუსდა და შეუძლებელია, მისი ყურებისას ნოსტალგიური ემოციებით არ აივსოთ.
ზუმერი ექსპერიმენტული და გამბედავი ვიდეორგოლებით გამოირჩევა. ამჯერად ახალ რეკლამაში ყოფილ პარლამენტარს, ენძელა მაჭავარიანს და ტელეწამყვან ია ფარულავას ხედავთ. როგორც უკვე მიხდვით, მასში ენძელა და იას ცნობილ ისტორიას მოისმენთ — "ყვავილები" მართლაც ფსიქოდელიურ პრერიებში სეირნობენ ფაეტონით.
კლიპის ერთ-ერთი მთავარი გმირი ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურია. რეკლამაში ის "გუდამაყრელი ნარუტოს" ამპლუაშია. მის კოსტიუმში როგორც ძიუდოს ტრადიციული ფორმის, ასევე ნარუტოს ჩაცმულობის ელემენტებს აღმოაჩენთ.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ზუმერი სარეკლამო რგოლით ახალი სასწავლო წლის დასაწყისსა და სექტემბრისთვის დამახასიათებელ საყიდლების ციებ-ცხელებას ეხმიანება. რეკლამაში ბავშვები ძველის ახლით ჩანაცვლებისკენ მოგვიწოდებენ, ზუმერის მთავარი გზავნილი კვლავ უცვლელი და მკაფიოა: "განაახლე, რას ელოდები?!"
ზუმერის მარკეტინგის დირექტორი, ეთო მერებაშვილი ამბობს, რომ პანდემიამ ადამიანების ტექნოლოგიების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა:
"თუ აქამდე ციფრული ტექნიკა უფრო მეტად ფუფუნების საგანი იყო, ახლა სმარტფონები, ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტსაათები და სხვა ტექ. აქსესუარები უკიდურესად პრაქტიკულ და საჭირო ნივთებად იქცა. ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს დისტანციურ სწავლასა და მუშაობაში თამაშობს".
ზუმერი მომხმარებლებს სახალისო რეკლამასთან ერთად დიდ ფასდაკლებებს და როგორც ყოველთვის — საუკეთესო, ზუმერულ ფასებს სთავაზობს.
რგოლზე და მთლიანად საკომუნიკაციო სტრატეგიაზე კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის გუნდი მუშაობდა, რომელიც უკვე 4 წელია ზუმერის კამპანიების ავტორია.
კამპანიის კრეატიული დირექტორი და ლივინგსტონის დამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე ამბობს, რომ ყოველ წელს ხალხის მოლოდინი მათთვის უფრო და უფრო დიდ კრეატიულ გამოწვევას ქმნის:
"წელს, იდეა ქართველების კოლექტიურ გონებაში კარგად გამჯდარ საბავშვო ხალხური ლექსების გარშემო ავაგეთ. ენძელა და ია ფაეტონში ზიან. ვიფიქრეთ რომ მაყურებლისთვის საინტერესო სანახავი იქნებოდა როგორ სხედან ფაეტონში ია და ენძელა, როგორ ჩამოვარდება ია და როგორ იტყვის უარს ახალ კაბაზე. თანაც ამბავი ისე მოვატრიალოთ, რომ 'ძველი მირჩევნია' აღქმა ჩავანაცვლოთ 'ახალს რა ჯობია'-თი და ხაზი გავუსვათ იმ ჭეშმარიტებას, რომ ზუმერში ახალი ტელეფონები, ლეპტოპები, აქსესუარები საუკეთესო - ზუმერულ ფასად იყიდება. შეფასება თქვენთვის მოგვინდია".
ზუმერში ვარაუდობენ, რომ მათი რეკლამა გავლენას ზოგადად ქართული სარეკლამო/კრეატიული ინდუსტრიის ტრენდებზეც მოახდენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა



კომენტარები