Avicii-ის დაბადების დღის აღსანიშნავად გუგლმა დუდლი შექმნა
ფოტო: Google
შვედი მუსიკოსისა და პროდიუსერის, Avicii-ის 32-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გუგლმა სპეციალური დუდლი შექმნა. ფერადი ანიმაცია, რომლითაც გუგლი 3 წლის წინ გარდაცვლილ ხელოვანს პატივს მიაგებს, 46-ზე მეტ ქვეყანაში ჩანს.
80-წამიანი ანიმაცია, რომელიც მუსიკოსის 2013 წელს გამოშვებული ჰიტით, Wake Me Up-ით არის გაფორმებული, Avicii-ის შემოქმედებაზე, მოგონებებსა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოგვითხრობს. ილუსტრაციების ავტორი მხატვარი ელისა უაინენსია.
"მსოფლიო ჩარტების ლიდერი სიმღერების გამოშვებიდან საერთაშორისო ფესტივალების წამყვან შემსრულებლობამდე — ტიმი ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც EDM-ის ჟანრის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გავლენიალი ფიგურა", — წერია გუგლის განცხადებაში.
ფოტო: Getty Images
ტიმ ბერგლინგი, სასცენო სახელით Avicii, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდიუსერი იყო. 22 წლის ასაკში გამოშვებული Levels დღესდღეობით EDM-ის ჟანრის ერთ-ერთ საეტაპო ტრეკად მიიჩნევა.
Avicii-ს წლების განმავლობაში მენტალურ ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებაც უწევდა. 2018 წლის აპრილში იგი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, რისი მიზეზიც თვითმკვლელობა გახდა. რამდენიმე დღის შემდეგ მუსიკოსის ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა:
"ჩვენი საყვარელი ტიმი მაძიებელი, მყიფე შემოქმედებითი სულის პატრონი იყო, რომელიც ეგზისტენციალურ შეკითხვებზე პასუხების პოვნას ცდილობდა — გულმოდგინე პერფექციონისტი, რომელიც მოგზაურობდა და ბევრს შრომობდა, რის გამოც დიდ სტრესს განიცდიდა. როცა ტურნეების გამართვა დაასრულა, საკუთარი ცხოვრების გაწონასწორება სურდა, რათა ბედნიერი ყოფილიყო და ის ეკეთებინა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა — მუსიკა. იგი ბევრს ფიქრობდა აზრზე, ცხოვრებაზე, ბედნიერებაზე. ტიმი ნამდვილად არ იყო იმ ბიზნესმანქანისთვის შექმნილი, რომელშიც აღმოჩნდა. მგრძნობიარე ბიჭი იყო, რომელსაც თავისი გულშემატკივრები ძალიან უყვარდა, თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნას გაურბოდა".
აღსანიშნავია, რომ Avicii-ის მშობლებმა ტიმ ბერგლინგის ფონდიც დაარსეს, რომელიც სუიციდის პრევენციის საშუალებებზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები