ქართული ოცნება რეგიონებში დაშინების გზით ლელოს წევრებს პარტიულ სიებს ატოვებინებს — ჯაფარიძე
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნება დაშინების გზით წინასაარჩევნო კამპანიიდან მაჟორიტარი კანდიდატების გამოთიშვას ცდილობს. მისივე თქმით, ამით წინასაარჩევნო პროცესს საფრთხე ექმნება და ეს "განწირული, აგონიაში მყოფი" პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული "უმსგავსო მეთოდებია".
"ახალციხეში 4 წევრი დაშინების გზით იქნა გამოყვანილი პარტიული სიიდან. გვქონდა ესეთი შემთხვევა ვანში, როდესაც ჩვენს კანდიდატს უთხრეს, რომ თუკი ის გააგრძელებდა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობას ლელოს სახელით, მაშინ მისი მეუღლე არ დაფინანსდებოდა ქირურგიული ოპერაციის კუთხით იმიტომ, რომ მისი მეუღლე საჭიროებს სამედიცინო დახმარებას", — თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე ცნობით, ასეთივე ფაქტი იყო დედოფლისწყაროშიც, სადაც მაჟორიტარი კანდიდატი, იძულებული გახდა, შეეწყვიტა წინასაარჩევნო კამპანია იმის გამო, რომ მისი უახლოესი ნათესავი, რომელიც დასაქმებულია საჯარო სამსახურში, გათავისუფლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
"აი, ესეთი მეთოდებით ცდილობს ქართული ოცნება შეინარჩუნოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს არის განწირული, აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ გამოყენებული უმსგავსო მეთოდები. ეს ვერ შეცვლის იმ ვერდიქტს, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა ქართულ ოცნებას", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ წინასაარჩევნო პროცესიდან მნიშვნელოვანი მაჟორიტარი კანდიდატები გამოთიშოს და ეს განსაკუთრებით რეგიონებში ხდება.
"როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა ოცნებამ ჩართო მექანიზმი ამომრჩევლების დაშინების, მათზე ზემოქმედების. [...] არის ახალი, ინოვაციური მეთოდები ქართული ოცნების მიერ შემოღებული, რომელიც მიზნად ისახავს, განსაკუთრებით, რეგიონებში, მინდა, ხაზი გავუსვა, განსაკუთრებით, რეგიონებში, მოხდეს ადამიანების დაშინების გზით მათი ამორთვა პარტიული სიებიდან და ამით შეუქმნას საფრთხე წინასაარჩევნო კამპანიას", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ ლელო არ არის პირველი პარტია, ვინც ამაზე საუბრობს. ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები ბოლო დღეებში აცხადებენ, რომ მათ წევრებს აშინებენ.
"შეგიძლიათ აიღოთ ჩვენი პარტიის საქართველოსთვის სიები — საკრებულოში კანდიდატების სიები — ამ ადამიანებზე პირდაპირ ხდება ზეწოლა, იმისთვის, რომ მათ უარი განაცხადონ სხვადასხვა მიზეზით. შემდგომ ამის მიზანი გახლავთ, რომ რაოდენობა სიის თუ შემცირდა — მერე სია იხსნება არჩევნებიდან", — აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საპასუხოდ კი მისმა კონკურენტმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა თბილისის მერობის არჩევნებში, ნათელი გახადა, მათ შორის მისი პარტიის წევრებისთვისაც, რომ ის არ არის ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის "პროექტი" და სწორედ ამის გამო ტოვებენ პარტიას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები