ეს წიგნები უცხოელ პატარებს ზღაპრის გმირებად აქცევს და საქართველოს შეაყვარებს
ფოტო: KinderBubu / Facebook
"მე მინდა, ვწერო ისეთი მკითხველებისთვის, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. სასწაულებს კი მხოლოდ ბავშვები ახდენენ მაშინ, როდესაც წიგნებს კითხულობენ", — ამბობდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალი, ასტრიდ ლინდგრენი.
სწორედ სასწაულების ჩამდენი მკითხველი ბავშვებისთვის შეიქმნა ქინდერბუბუ — ინიციატივა, რომელმაც უკვე მსოფლიოს ათობით ქვეყანა მოიცვა და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის დატვირთვაც შეიძინა.
ბავშვობა ადამიანის ჩვევების ჩამოყალიბების ყველაზე ადრეული პერიოდია — ეს ჩვევები მოიცავს ხელოვნებასთან ურთიერთობის უნარების განვითარებასა და შემოქმედებით გამოცდილებასთან ზიარებას. ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში კითხულობენ, ზრდასრულობაშიც აქტიურ მკითხველებად რჩებიან. სწორედ ამიტომ, ქინდერბუბუმ გადაწყვიტა, ბავშვებისათვის კითხვა უჩვეულო და საინტერესო გამოცდილებად ექცია.
"ყველას უყვარს, როდესაც საკუთარ თავს ხედავს ჟურნალში ან ეკრანზე, განსაკუთრებით კი ბავშვებს", — ამბობს ბრენდის მარკეტინგის მენეჯერი, ანი მამადაშვილი, — "წარმოიდგინეთ ზღაპარი, სადაც ბავშვი მთავარი პერსონაჟია, მისი სახელი და ფოტო კი წიგნში თემატურად გამოჩნდება".
სწორედ ასე — მომხმარებლის მონაწილეობით — იწყება ქინდერბუბუს პროდუქციის შექმნა. ვებგვერდზე თავად ირჩევთ სასურველ ზღაპარს, შემდეგ კი მისთვის წინასიტყვაობასა და მიძღვნას წერთ. ბოლოს, წიგნის მთავარი პერსონაჟის — ბავშვის — ფოტოსაც ირჩევთ და ასე ხდება იგი ისტორიის მოქმედი გმირი.
ფოტო: KinderBubu / Facebook
როგორც ბრენდი აცხადებს, მათი დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ასე "ბავშვი თავად მოგზაურობას ჯადოსნურ სამყაროში და ეს მასში იწვევს უაღრესად დადებით ემოციას", რაც, თავის მხრივ, წიგნის მიმართ ინტერესს ზრდის.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. აკი ვახსენეთ, პროექტმა ათობით ქვეყანა მოიცვაო; ბელარუსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ნორვეგია, ბრაზილია, მექსიკა — ეს იმ სახელმწიფოების არასრული ჩამონათვალია, სადაც ქინდერბუბუს საერთაშორისო გუნდის წევრები საქმიანობენ.
პროექტის ფინანსური დირექტორის, ბესო შენგელიას თქმით, ისინი პროდუქციას "უკვე აგზავნიან უცხოეთში და აქვთ განვითარებადი გეგმა".
"ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ფეხი შევდგათ მსოფლიოს მილიონობით ოჯახში", — დასძენს იგი.
ოჯახებში კი ქინდერბუბუს წიგნებს, საინტერესო ამბებთან ერთად, საქართველოში მოსაწვევი ბარათი და რუკა შეაქვთ. კვლევების მიხედვით, ოჯახები მოგზაურობისას ბავშვების სურვილებს ითვალისწინებენ, წიგნების გაცნობის შემდეგ კი, საქართველოს მონახულების სურვილი ალბათ ბევრ ბავშვს გაუჩნდება.
შესაბამისად, ბრენდის განცხადებით, ეს ყველაფერი საქართველოში მოზიდულ "ათობით მილიარდ დოლარში" ითარგმნება.
პროექტს ქართული ბიზნესსექტორისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა მიზნად დასახული შედეგები უფრო მასშტაბური გახდეს და მალე მიიღწეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები