გამოწვევა დასაქმების მსურველთათვის — დაიწყე კარიერა თეგეტაში და შეაბიჯე ავტოინდუსტრიაში
ფოტო: თეგეტა მოტორსი
აკადემიაში ავტომობილთან დაკავშირებით იმდენი და ისეთი ინფორმაცია მივიღე, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა თუ ამდენი რამ ჰქონდა მაქანას. მანქანა სულ რომ არ გყვარებოდა, მოგეწონებოდა, ისე შთამბეჭდავად და ამომწურავად გვიხსნიდნენ ყველაფერს. ცამეტმა სტუდენტმა დავამთავრეთ და ცამეტივემ დავიწყეთ მუშაობა.
თეგეტა ჰოლდინგი შვილობილ კომპანია თეგეტა აკადემიასთან ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. სრულიად ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. დაიწყე კარიერა თეგეტაში — გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება — ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ კამპანიას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
"საწყის საფეხურზე, აკადემიაში სწავლისას აპლიკანტებს საუკეთესო სასწავლო პროგრამები და ტრენინგები დახვდებათ, როგორც ტექნიკური, საავტომობილო კუთხით, ასევე ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით. დასაქმების პროექტის მიხედვით სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კურსადმთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. განცხადების გაკეთება შეუძლია, როგორც სტუდენტს, ისე სამსახურის ნებისმიერ მაძიებელს. ასე რომ ველოდებით მსურველებს თეგეტაში", — ამბობს თეგეტა აკადემიის დირექტორი და თეგეტა მოტორსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლიკა ბერუაშვილი.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
პროექტის შედეგად თეგეტაში კარიერა უკვე უამრავმა ახალგაზრდამ დაიწყო. ზაზა ძირკვაძე წლების წინ უმუშევარი იყო. ინტერნეტით ვაკანსიების ძიებისას სრულიად შემთხვევით თეგეტა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კურსს გადააწყდა და დაინტერესდა. თვენახევარი მსუბუქი ავტომობილების აგებულებას სწავლობდა. კურსის დასრულებისთანავე კი თეგეტას თანამშრომელი გახდა.
"ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა სწავლა. ავტომობილთან დაკავშირებით იმდენი და ისეთი ინფორმაცია მივიღე, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა თუ ამდენი რამ ჰქონდა მაქანას. მანქანა სულ რომ არ გყვარებოდა, მოგეწონებოდა, ისე შთამბეჭდავად და ამომწურავად გვიხსნიდნენ ყველაფერს. ცამეტმა სტუდენტმა დავამთავრეთ და ცამეტივემ დავიწყეთ მუშაობა. მაშინ მსუბუქი ავტომობილების სერვისში დავსაქმდი — სერვისის აღრიცხვის ოპერატორად", — აღნიშნავს ზაზა ძირკვაძე.
თეგეტა ყველა თანამშრომელს წინსვლის შესაძლებლობას თანაბრად აძლევს. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თითოეული დასაქმებულის კარიერულ განვითარებას და სწორედ ამიტომ თანამშრომლების დიდი ნაწილი დღეს უკვე რამდენიმე საფეხურით არის დაწინაურებული, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება.
"მსუბუქი ავტომობილების სერვისში მუშაობისას შემომთავაზეს სატვირთო ავტომობილებში მომესინჯა ძალები, იქ რადიკალურად განსხვავებული მიმართულება და განსხვავებული სტილის მუშაობა იყო საჭირო. ესეც ვისწავლე და ძალიან მომეწონა, სატვირთო მანქანები ჩემთან უფრო ახლოს აღმოჩნდა. თეგეტა მოტორსის სატვირთო ავტომობილების მიმართულება ახლა დამოუკიდებელ შვილობილ კომპანიად იქცა და მეც, შესაბამისად, გადმოვედი თრაქ ენდ ბასში, სადაც დავწინაურდი და დღეს ჩემი პოზიცია კორპორატიული მომსახურების ოფიცერია, რაც გულისხმობს კერძო და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობას. დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება წინ და წინ წავიწიო. ჩვენი კომპანია გვაძლევს ამის საშუალებს", — ამბობს ზაზა.
თეგეტა მოტორსი განაგრძობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას და ავტოინდუსტრიაში სამუშაოს დაწყების მსურველებს კვლავ ეძებს.
ფოტო: თეგეტა მოტორს
"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთის, ვინც სამსახურს ეძებს. თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს თეგეტა საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს", — ამბობს თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული.
თეგეტა მოტორისი შვილობილ კომპანიასთან თეგეტა აკადემისთან ერთად განაგრძობს კაპანიას — დაიწყე კარიერა თეგეტაში, რომელიც ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან. სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები