ყველამ, ვინც წინასაარჩევნოდ შეიძლება ზეწოლის ობიექტი იყოს, მოგვმართეთ, ჩვენ დაგიცავთ — ხოშტარია
ფოტო: კადრი ვიდეოდან
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია სხვადასხვა საჯარო მოხელეს მიმართავს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი წინასაარჩევნოდ დაშინებისა და ზეწოლის ობიექტები გახდებიან, პარტიას დაუკავშირდნენ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და გამოეხმაურა TV პირველის საგამოძიებო რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს უსმენს.
"მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ბაღის თუ სკოლის დირექტორს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს ზეწოლის ობიექტი. მოგვმართეთ, პირდაპირი თუ ირიბი, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, მოგვმართეთ საჯაროდ, დაფარულად, გადმოცემით. ჩვენ თქვენ დაგიცავთ. არ არსებობს იმაზე დიდი ფასეულობა, ვიდრე თქვენი უფლებების თქვენი პირადი სივრცის დაცვა. პირობას გაძლევთ, რომ ვერცერთი სისტემა ვერ დაგჩაგრავთ თუ ვიდგებით ერთად", — განაცხადა ხოშტარიამ.
,ისივე თქმით, 1 წლის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდა რამდენიმე სკოლის დირექტორთან, რომლებიც როგორც ხოშტარია ამბობს, პოლიტიკური მოსაზრებების გამო შეავიწროვეს ან სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
11 სექტემბერს TV პირველის ეთერში საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, საბავშვო ბაღების გამგეებს, სხვადასხვა სსიპ-ებში დასაქმებულებს, თავად ქართული ოცნების წევრებს უსმენს და მათ მონაცემებს აღრიცხავს. რეპორტაჟის მიხედვით, ოპოზიციური პარტიის წევრებთან რაიმე სახის კავშირის შემთხვევაში, მათ "არასანდოებად" აცხადებს და სამსახურიდან ათავისუფლებს. ტელევიზიის ინფორმაციით, ადამიანები "არასანდოებად" სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვერდების მოწონების გამოც ცხადდებიან.
TV პირველის ცნობით, ამ მონაცემებს სუს რაიონების მიხედვით ითვლის და აღრიცხავს, რამდენი ხმა დაკარგა არჩევნებზე მმართველმა პარტიამ კონკრეტულ ოლქში. მაგალითად, ერთ-ერთ დოკუმენტში ისანი-სამგორის რაიონის შესახებ წერია შემდეგი ინფორმაცია: "ამ ეტაპისთვის ოპოზიციურად განწყობილი საჯარო სამსახურებში დასაქმებული ზემოაღნიშნულ პირთა განეიტრალების შესაძლებლობა არ არსებობს. მათ საარჩევნო რესურსს წარმოადგენს ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა, თითოეულის, დაახლოებით 20-25. ჯამში, 250 მოქალაქე."
On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები