სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ "ნოვა" წარმოებული პროდუქცია წარადგინა
სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიამ - ნოვა, ბათუმში, ადლიის დასახლებაში განთავსებულ საწარმოში, საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია ჩაატარა.
ღონისძიებას EBRD-ისა და თიბისის წარმომადგენლები, სხვადასხვა ასოციაციის პრეზიდენტები, საქართველოს ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების, ასევე სამშენებლო მასალების სარეალიზაციო ქსელების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10 000 კვ/მ ფართობზე განთავსებული 80-მდე საწარმოო დანადგარი, 30 000 კვ/მ სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი დაეთვალიერებინათ. აღნიშნული წარმოება თავისი მასშტაბით უმსხვილესია ამიერკავკასიაში.
კომპანია ნოვას საწარმო ბათუმის არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ საწარმოო პოტენციალს უსვამს ხაზს. კომპანია უკვე 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: პოლიეთილენის პროდუქცია - ავზები, სეპტიკის ავზები და ჭები, საგზაო ბარიერები, სანაგვე ურნები, ასევე სახურავის მასალები, წყალდამწრეტი სისტემები, ფასადის მოსაპირკეთებელი თუნუქის საიდინგი, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები და სხვა აქსესუარები.
კომპანია ნოვა ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე, კომპანიის საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.
2011 წლიდან ნოვამ საკუთარი საწარმოო ხაზი გახსნა. 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, 5 მილიონი ლარის ინვესტიციით, კომპანიამ ახალი დანადგარები შეიძინა და წარმოება ევროპულ სტანდარტზე გადაიყვანა.
2019 წელს სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის შედეგად, EBRD-ისა და თიბისის მხარდაჭერით, კომპანიაში წარმოების განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
2020–2021 წელს კომპანიამ, წარმოების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში და თიბისის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ განახორციელა დამატებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია.
"კომპანიის საწარმოები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა ბათუმში, ადლიის დასახლებაში - 42 000 კვ/მ (საიდანაც 15 000 კვ/მ კომპანიამ საშეღავათო პირობებით, ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით შეიძინა სახელმწიფოსგან), თბილისში კი 24 000 კვ/მ ფართობზე მდებარეობს. კომპანია ასევე ფლობს 3 მეგაცენტრს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. წარმოების განვითარებით ნოვამ იმპორტის შემცირება და ქართული ნაწარმის ექსპორტის გაზრდა შეძლო, რაც კომპანიის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს", — აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი, ნოვას გენერალური დირექტორი.
"კრიზისული პერიოდის დაძლევის პროცესში, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - აღდგენის ეტაპი დადგა, სადაც თიბისის როლი კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა. ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში, მნიშვნელოვანია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებისა და ექსპორტის გაძლიერება. ახალ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომლებიც ეროვნულ წარმოებასა და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ნოვა სწორედ ასეთი კომპანიაა. ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ ნულიდან - 90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. თიბისის დახმარებით, ნოვა თავის სფეროში პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელმაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო", — აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ნოვა საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; INGCO; BIEN.
კომპანიაში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 150 თანამშრომელი - წარმოებებში თბილისსა და ბათუმში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები