გავრცელებული ფაილების მიხედვით, კალაძე მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს
სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) გაჟონილი ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე კონსტანტინე მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს.
ჩანაწერების მიხედვით, 2020 წლის 3 აპრილს ძალადობრივი და ჰომოფობიური ქართული მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელს დიმიტრი ლორთქიფანიძეს აცნობა, რომ "მისი და დ.ლორთქიფანიძის საუბარი ისმინება, თუმცა არ მოერიედება იმის აღნიშვნა, რომ კ.მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს ქ.თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც კ.მორგოშიას უკანონოდ ორჯერ მისცა მშენებლობის ნებართვა".
ჩანაწერის მიხედვით, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საჭირო დროს გაასაჯაროებს.
"ს.ბრეგაძის განმარტებით, კ.კალაძის ბიძაშვილისგან (ვინაობას არ აკონკრეტებს) შეიტყო, რომ კ.მორგოშიამ "ქართული მარშის" სახელით, მასთან (ბრეგაძესთან) შეუთანხმებლად კ.კალაძეს შეუთვალა, რომ მიწის ფართობების გაყიდვის თაობაზე თუ არ სურს ქ.თბილისის მერიასთან აქციების მოწყობა, ფინანსურად დაეხმაროს "ალტერნატივა საქართველოს", რასაც კ.კალაძე დაეთანხმა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე ფაილის მიხედვით, ბრეგაძე ამბობს, რომ კონსტანტინე მორგოშიას და ლევან ვასაძეს შედგენილი აქვთ საპარლამენტო არჩევნებში მათი ორგანიზაციის სახელით მონაწილე პირთა სია და პირველ ნომრად დასახელებული იქნება ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, ხოლო თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს იყრის გურამ ფალავანდიშვილი. ბრეგაძის თქმით, ხსენებული ორგანიზაციის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებს კახა კალაძე, "ვინაიდან მერმა დახმარების მიზნით მორგოშიას უკვე გადასცა 300 000 დოლარი".
ჩანაწერებში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია ლორთქიფანიძემ უარყო და თქვა, რომ ფალავანდიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია ქართული იდეის დამფუძნებელ ლევან ჩაჩუასთან ერთად. გურამ ფალავანდიშვილმა ლევან ჩაჩუასთან ერთად პარტია ქართული იდეის სახელით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ნამდვილად მიიღო.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, ბრეგაძის თანახმად, მორგოშიამ წერილობით მიმართა თბილისის მერიას, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინანსური დახმარება გაუწიოს ლგბტ თემის წარმომადგენლებს. აღნიშნული უარყოფითად შეაფასა ლორთქიფანიძემ და განმარტა, რომ საზოგადოებაში მორგოშია ასოცირდება "ეროვნულად მოაზროვნე პირებთან და მის მიერ ლგბტ თემის დახმარება გამოიწვევს ეროვნული იდეოლოგიის მქონე საზოგადოების დაცინვას".
ჩანაწერებში ბრეგაძე ამბობს იმასაც, რომ მორგოშიამ ქართული მარშის სახელით დააშანტაჟა ბიზნესმენი დავით კოდუაც და გამოართვა 50 000 აშშ დოლარი.
ამავე ფაილების მიხედივთ, საუბრის ბოლოს, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთიდან მისმა მეგობრებმა (ვინაობებს არ აკონკრეტებს) აცნობეს, რომ ალტერნატივა საქართველოს დამფუძნებელი არის "ვინმე ემრე ქუჩუკი", რომელიც თურქული სპეცსამსახურების აგენტია. აღსანიშნავია, რომ ემრე ქუჩუკი ღიად პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სიძულვილის გამავრცელებელი არხის, Alt-Info-ს წარმომადგენელია.
On.ge ჩანაწერებთან დაკავშირებით ესაუბრა სანდრო ბრეგაძეს, რომელიც ამბობს, რომ ლორთქიფანიძესთან მსგავსი საუბარი არ ახსენდება. ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან, ვინც ეს ჩანაწერები შექმნა, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
"დიმიტრი ლორთქიფანიძესთან არ მისაუბრია ძალიან დიდი ხანია, შეიძლება წელიწად-ნახევარი იყოს გასული. მე ყოველშემთხვევაში არ მახსენდება ასეთი საუბარი", — აღნიშნავს ბრეგაძე.
ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა კახა კალაძემაც. მისი თქმით, "ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან დიდი სისულელე".
ეს ჩანაწერები ამოღებულია, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერიდან. ფაილში თავმოყრილის თითქმის ორწლიანი ყოვლდღიური კომუნიკაცია — 2019 წლის 22 მარტიდან 2021 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე მორგოშია არის ალტერნატიული საქართველოს ხელმძღვანელი და ღიად პრორუსულ, ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და სიძულვილის გამავრცელებელ არხ Alt-Info-ს წევრი.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები