ხომ იცი, რომ ერთი ხმაც მნიშვნელოვანია
ფოტო: Seattle Times
ხომ მივდივართ არჩევნებზე?
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მერვეჯერ გვეძლევა ჩვენს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის შანსი. ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ მივცემთ ხმას ჩვენთვის სასურველ მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს წევრებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხარისხიანი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ხელისუფლება ხალხისთვის და ხალხის მიერ. სწორედ ამიტომ, თითოეული ამომრჩევლის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვსმენია სამოქალაქო პასუხსიმგებლობის შესახებ, ხანდახან მაინც გვიჩნდება ხოლმე ეჭვი: და რომ არ მივიდე, ამით რა იცვლება? რეალურად, რისი ძალა აქვს ჩემს ხმას?
ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი შემთხვევა დაგარწმუნებთ, რომ ერთ ხმას იმაზე მეტის შეცვლა შეუძლია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
1. თომას ჯეფერსონის პრეზიდენტად არჩევა
თომას ჯეფერსონი და აარონ ბარი
ფოტო: The Granger Collection, New York—2
1800 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, საარჩევნო კოლეგიის ხმები ორ კანდიდატს — თომას ჯეფერსონსა და აარონ ბარს შორის თანაბრად გადანაწილდა. ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმომადგენელთა პალატას მოუწია. ჯეფერსონმა ზუსტად იმ რაოდენობის (9) ხმა მიიღო, რაც მას პრეზიდენტად არჩევისთვის სჭირდებოდა. ერთით ნაკლების ხმის შემთხვევაშიც კი, ის აღნიშნულ თანამდებობას ვერ დაიკავებდა.
2. რეზერფორდ ჰეისის პრეზიდენტად არჩევა
რეზერფორდ ჰეისი და სემუელ ტილდენი
ფოტო: Heritage Auctions/HA.com
1876 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რეზერფორდ ჰეისმა 165 ხმა დააგროვა, მისმა მოწინააღმდეგემ — სემუელ ტილდენმა კი 184 ხმის მოპოვება შეძლო, თუმცა 20 ხმა სადავო აღმოჩნდა, რომელიც მოგვიანებით ჰეისს ჩაუთვალეს. საბოლოოდ კი, რეზერფორდ ჰეისი სწორედ 1-ხმიანი უპირატესობით გახდა აშშ-ის მე-19 პრეზიდენტი.
3. ენდრიუ ჯონსონის იმპიჩმენტი
ენდრიუ ჯონსონის იმპიჩმენტი
ფოტო: NPS Image
1868 წლის 24 თებერვალს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით აშშ-ის მე-17 პრეზიდენტის — ენდრიუ ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. თუმცა სენატში, სადაც დამნაშავედ ცნობისთვის ხმათა ორი მესამედი იყო საჭირო, ჯონსონი გაამართლეს — აღნიშნულ რაოდენობას სწორედ 1 ხმა დააკლდა და ასე გადაურჩა პრეზიდენტი იმპიჩმენტს.
4. ინგლისური გერმანულის ნაცვლად
ფრედერიკ მალენბერგი
ფოტო: National Portrait Gallery/Wikimedia Commons
დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატები ინგლისური ენის გარეშე არავის წარმოგვიდგენია, მაგრამ 1776 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ოფიციალურ ენას ირჩევდნენ, წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერის — ფრედერიკ მალენბერგის ხმით გადაწყდა, რომ გერმანული ენის ნაცვლად, ინგლისურს მიანიჭებდნენ ოფიციალურ სტატუსს.
5. ჰენრი დიუკი და თემთა პალატა
ჰენრი დიუკი
ფოტო: Bassano studio/Wikimedia Commons
ერთმა ხმამ სხვა ქვეყნების ბედ-იღბალზეც იქონია გავლენა: 1911 წელს, დიდ ბრიტანეთში, ბრიტანელი მოსამართლე და კონსერვატორი პოლიტიკოსი ჰენრი დიუკი, რომელიც თავიდან 4 ხმით დამარცხდა სენ მავრთან, შედეგების გასაჩივრების შემდეგ სწორედ ამ მცირე სხვაობით გახდა თემთა პალატის წევრი.
6. სახალისო ბიულეტინი
ფოტო: SHUTTERSTOCK
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთი ხმის ძალასა და მნიშვნელობასთან ერთი სახალისო შემთხვევაცაა დაკავშირებული — 2013 წელს, ავსტრიის პროვინცია კარინტიის არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა იქონია იმ ბიულეტინმა, რომელზეც პენისი იყო გამოსახული. კანდიდატების რეიტინგის დასალაგებელ გრაფაში ამომრჩეველმა პენისი დახატა, ხოლო მეორე, ხმის დასაფიქსირებელ სვეტში — "თოლიის ნიშანი". რაკიღა აღნიშნული სასქესო ორგანო მწვანეთა პარტიის გასწვრივ ეხატა, ხმა მათ ჩაეთვალათ და ასე მოიპოვა ამ პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ადგილი.
7. ერთი ხმა საქართველოში
ირაკლი ბათიაშვილი
ფოტო: ჯემალ კასრაძე/ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი
ჩვენს ქვეყანაშიც ვხვდებით მაგალითებს, როცა ერთმა ხმამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. 1995 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანი უმცირესი სხვაობით დაამარცხა და ვაკის მაჟორიტარი გახდა. ასევე 2017 წელს თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მერის პოზიციის დაკავება 1-ხმიანი უპირატესობით შეძლო: მან 3077 ხმა დააგროვა, მისმა მოწინააღმდეგე ლელა ქიტესაშვილმა კი — 3076.
ვინ იცის, იქნებ ამ არჩევნებზე შენი ხმა წყვეტს, ვის ხელში მოხვდება ძალაუფლება. ასე რომ, შენი არმისვლა არაფრის დიდებით არ შეიძლება!
სტატია მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საინფორმაციო კამპანიის "ხომ მივდივართ არჩევნებზე ფარგლებში". გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების ოფიციალურ თვალსაზრისს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები