გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის ბილბორდების განთავსების ვადა 31 დეკემბრამდე იყო
ფოტო: მთავრობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის კამპანიის ბანერების განთავსების ვადა წლის ბოლომდე იყო. მან, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სარეკლამო კომპანიამ ხელშეკრულება დაარღვია.
"ხელშეკრულებას ვადა ჰქონდა 31 დეკემბრამდე ამ წლის [...] იქ იურიდიული ნიუანსებია, რომლებიც უნდა გაიარონ სარეკლამო კომპანიამ და ჩვენებმა, კიდევ, დამატებით, რომ ჩვენ რა პასუხისმგებლობას ვიღებდით და რა პასუხისმგებლობას სარეკლამო კომპანია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო წლის ბოლომდე", — განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
გამყრელიძის ინფორმაციით, ამ სარეკლამო კომპანიასთან (ალმა) აქამდეც თანამშრომლობდნენ და ამიტომ, იმედი აქვს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა. ასე უპასუხა მან კითხვას, ხომ არ გაასაჩივრებს ხელშეკრულების დარღვევას სასამართლოში.
"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მივა იმ დავამდე, რომელიც, შემდგომ უნდა გაირჩეს სხვადასხვა ორგანოებში და ისინი დაჰყვებიან მთლიანად მოსახლეობის ნებას და მათ შორის, ჩვენს მიმართვასაც, რომ დიახ, ყველა სარეკლამო ბანერზე დღეს საერთოდ, ეს არის ჩვენი სურვილი, უპირველესი თემა ქვეყანაში უნდა იყოს ვაქცინაცია", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვას, იყო თუ არა ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება პოლიტიკური ჩარევის შედეგი, გამყრელიძემ ასე უპასუხა:
"მე ამ პოლიტიკურ ნიუანსებში არასოდეს არ შევდივარ. ვცდილობ, რომ ყოველთვის გვერდი ავუარო პოლიტიკურ კითხვებს. მე არ ვიცი, რა იყო იქ ქვედინებები, მაგრამ, ის, რომ ვაქცინაციის ბანერის ნებისმიერი — იყო ეს პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ნამდვილად არ წაადგება ქვეყანას."
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს. 18 სექტემბერს NCDC-მა განცხადება გაავრცელა და ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება დაგმო.
თავად კომპანია ალმამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავენ, რომ ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა და მათ ვიზუალზე პასუხისმგებლობას იხსნიან. თუმცა, კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ ე.წ. "სისხლიანი" ბანერების შინაარსი მათთვის მიუღებელია. კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების დარღვევაზე.
გაიგე მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები