სიტყვა თავდასხმა, საერთოდ, მე ვფიქრობ, არასწორად არის გამოყენებული — სარჯველაძე დმანისზე
ფოტო: On.ge
ქართული ოცნების დეპუტატისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა თავდასხმას, არამედ ძალადობის პროვოცირებას. თუმცა, მისი აზრით, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება.
"სიტყვა თავდასხმა, საერთოდ, მე ვფიქრობ, არასწორად არის გამოყენებული, იმიტომ, რომ იქ საუბარი იყო მაგალითად, პროვოცირებაზე, სამართალდარღვევის, ძალადობის პროვოცირებაზე და ა.შ. თავდასხმა არის ცოტა სხვა ვითარება და სხვაგვარი შემთხვევა", — აცხადებს სარჯველაზე.
დაპირისპირება დმანისში გუშინ, 21 სექტემბერს წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მოხდა. ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დაჭრილია 2 ადამიანი.
დღეს, 22 სექტემბერს დაჭრის ბრალდებით ქართული ოცნების კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა 21 სექტემბერს დანით სახის არეში დაზიანებები მიაყენა ენმ-ს მხარდამჭერებს.
პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა მიხეილ დაუთაშვილის შვილი მომხდარში გუშინვე დაადანაშაულა, თუმცა მაშინ "ოცნების" კანდიდატმა მისი შვილის ადგილზე ყოფნა უარყო. თუმცა შვილის დაკავების შემდეგ ის ამტკიცებს, რომ დაპირისპირება კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებმა გამოიწვიეს და "პროვოკაციაზე წამოაგეს". დაუთაშვილის თქმით, შვილმა დაინახა, რომ მამას ურტყამდნენ და აფექტის მდგომარებაში მოიქცა ასე. მისივე თქმით, ის პოლიციას თავად ჩაბარდა, შსს-ს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
ენმ-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრა. თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი, რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო".
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები