მექანიკოსი ქალი სატვირთოების სამყაროში
ფოტო: თეგეტა
ამას წინათ ჰკითხეს -— "ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და "კლუჩების" ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?"
ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო — ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვე რომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივს ამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე "კლუჩებს“ უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, წარმატებითაც.
ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვისცენტრში ფეხი და უკვე რამდენიმე სატვირთო ავტომობილის მძღოლს მწყობრიდან გამოსული ელექტრობის სისტემა დამოუკიდებლად გაუმართა. კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი სალომე ჩხვიმიანი თეგეტას სერვისცენტრში პროფესიონალ ოსტატებს შეგირდად უდგას და მათი საქმის ყურებით სწავლობს რთული სისტემების აგებულებასა და მათი შეკეთების ანბანს.
პრაქტიკული სწავლება 9 აგვისტოს დავიწყეთ და ბოლო სამი დღეა უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტის დახმარება და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. ადრე რომ ყურებაში გადიოდა დრო, ახლა კეთებაც შემიძლია და ბოლო დღეებია ვეღარც ვრძნობ საღამო როდის მოდის. არასოდესაა ერთი და იგივე საქმე გასაკეთებელი, ყველა ავტომობილს განსხვავებული აგებულება და პრობლემა აქვს — არცერთი დღე არ ჰგავს წინას.
რუტინულ და მოსაბეზრებელ საქმეზე 23 წლის სალომე ჩხვიმიანს ვერავინ დაიყოლიებს. მესტიიდან თბილისში ჯერ როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ისე ჩავიდა, მალევე მიხვდა, რომ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი მისი მოწოდება არ იყო და უმაღლესი სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა. დაახლოებით ამავე დროს შეხვდა ინტერნეტში არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა ცვლილებებისთვის და თეგეტა თრაქ ენდ ბასის შეთავაზებას, სატვირთო ავტომობილის მექანიკოსის პროფესიის შესწავლაზე. ბევრი არ უფიქრია, თეგეტას იმიჯსა და რეპუტაციას ენდო, აპლიკაცია გაგზავნა და მოწვევაც მალევე მიიღო.
"ძალიან კარგი გარემოა. აკადემიაში თეორიული კურსი იყო პირველი სასიამოვნო გამოცდილება და თანაც ბევრი რამ ვისწავლეთ იქ, მაგრამ სერვისში რომ ჩამოვედი, დავრწმუნდი, რომ ამ ტრენინგის არჩევით კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მომწონს თანამშრომლების დამოკიდებულებაც, მათი მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობ. ყოველ დღე ახალს ვსწავლობ და ვიზრდები. მიხარია, რომ მოძრაობა ცვლილებებისთვის საიტზე შემოთავაზებული რამდენიმე ტრენინგიდან მე სწორედ თეგეტასი ავირჩიე", — ამბობს სალომე.
ფოტო: თეგეტა
ტრენინგს თეგეტა აკადემია ორ ნაწილად ატარებს. პირველი, თვენახევრიანი თეორიული კურსია, რომელიც სალომემ ივლისის ბოლოს შუალედური ტესტირების წარმატებით ჩაბარებით დაასრულა. ახლა სამთვიან პრაქტიკულ სწავლებას გადის და სულ უფრო მეტად უახლოვდება დღეს, როცა ყველას დაუმტკიცებს, რომ პროფესიას მართლაც არ აქვს გენდერი. პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სალომე ჩხვიმიანი სატვირთო ავტომობილის პირველი მექანიკოსი ქალი იქნება საქართველოში.
იმ ადამიანებს, ვინც სტერეოტიპულად ყოფს ქალისა და კაცის საქმეს მე ვურჩევდი, უბრალოდ თავად მოსინჯონ ამ საქმის კეთება და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება გენდერის მიხედვით პროფესიების დაყოფა. არასწორია იარლიყის მიკერება. შეიძლება იმხელა ვნება იპოვო სწორედ ისეთ საქმეში, რომელიც საზოგადოების თვალში შენი გენდერისას არ მიეკუთვნება, როგორიც არცერთი პროფესიის მიმართ გიგრძვნია. დასანანია, ადამიანი საყვარელი საქმის კეთებას სხვისი აზრის გამო მოცდეს.
სალომეს შემთხვევაში სტერეოტიპული აზრების თავს მოხვევა რამდენიმე უსიამოვნო რეპლიკით შემოიფარგლა, უფრო მეტად კი იყო მხარდაჭერა. მისი გადაწყვეტილების მიმართ, გამხდარიყო სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი, ბევრი სულაც არ ყოფილა კრიტიკული, პირიქით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებლები — ოჯახის წევრები — სიხარულით და ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას.
"როცა ტრენინგში მონაწილეობაზე განაცხადი შევიტანე, ჩემი მშობლები მეკითხებოდნენ, როდის იქნება პასუხიო. მათაც უხარიათ ჩემი ეს გადაწყვეტილება, რადგან ისეთი საქმეა, ყოველთვის და ყველგან გამომადგება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, თუმცა, სამწუხაროდ ქალების დაინტერესება ამ მიმართულებით დაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ თეგეტაში დავრჩე და უფრო მეტი და მეტი ვისწავლო. თან ერთფეროვნება არ ახასიათებს ამ საქმეს, სულ ახალ-ახალი გამოწვევებია და ეს მომწონს."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები