On.ge-ის, ნეტგაზეთისა და პუბლიკის ერთობლივი განცხადება
რამდენიმე დღის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებულმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა გამოაქვეყნა მათ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიში, სადაც ქართული მედიის დიდი ნაწილი დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და ა.შ. გავრცელებაში იყო დადანაშაულებული.
ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელმომწერ მედიასაშუალებებს (Publika.ge, On.ge, netgazeti.ge) ცესკო გვედავებოდა დეზინფორმაციის გავრცელებასა და დისკრედიტაციას.
პუბლიკას დეზინფორმაციის გავრცელებად "ჩაეთვალა" არასამთავრობო ორგანიზაციების — სამართლიანი არჩევნების და სამოქალაქო საარჩევნო კომისიის განცხადებების გაშუქება, რომელშიც NGO-ები აკრიტიკებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს აზრით, აღნიშნული ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას და შესაბამისად დეზინფორმატორია პუბლიკაც.
On.ge-ის შემთხვევაში დეზინფორმაციად მითითებული იყო მასალა სახელწოდებით: "მმართველი პარტია საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს — სამოქალაქო საარჩევნო კომისია", რომელიც მომზადებული იყო მოძრაობა სირცხვილიას მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო კომისიაზე დაყრდნობით და მასალაშივე ეწერა, რომ პასუხისთვის სივრცე შეთავაზებული იყო ცესკოსთვისაც. გარდა ამისა, მონიტორინგის ანგარიშში მითითებული იყო "დეზინფორმაციის" 5 შემთხვევა, შემდეგ კი გაირკვა, რომ საუბარია ერთ მასალაზე და უცნობია, რატომ წერია ანგარიშში 5.
ნეტგაზეთის შემთხვევაში მონიტორინგის ანგარიშში მითითებული იყო თითქოსდა დეზინფორმაციის გავრცელების სამი შემთხვევა, თუმცა მონიტორინგის ცენტრმა გამოცემას ვერ წარუდგინა შესაბამისი მასალები.
ამგვარი ბრალდება მიუღებელია სანდო, კვალიფიციური და სტანდარტებზე დაფუძნებული მედიისთვის.
22 სექტემბერს პუბლიკის, On.ge-სა და ნეტგაზეთის წარმომადგენლები შევხვდით ცესკოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს და მედიამონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე ცესკოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო შეცდომა და მოგვიანებით შეგვატყობინებდნენ, როგორ გამოასწორებდნენ.
23 სექტემბერს ცესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "ნეტგაზეთთან მიმართებაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა", ხოლო "რაც შეეხება გამოცემებს პუბლიკა და On.ge მათთან მიმართებაში [...] წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და შესაბამისად აღმოიფხვრა".
ის, რასაც ცესკო ხარვეზს და შეცდომას უწოდებს, მედიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებაა. მიგვაჩნია, რომ განცხადება ბუნდოვანია და დაინტერესებულ მკითხველს ნათლად ვერ უხსნის, რა შეცდომა დაუშვა ცესკომ ხელმომწერ მედიასაშუალებებთან მიმართებაში, კონკრეტულად რას უარყოფს იგი და როგორ ასწორებს შეცდომას.
ამასთან, ცესკოს საიტზე ამ დრომდე იძებნება ანგარიში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, სადაც პუბლიკა, On.ge და ნეტგაზეთი კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან დადანაშაულებული.
არსებობს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი — როდესაც მედია უშვებს შეცდომას, ის ზუსტად იმავე არხებით და მეთოდებით ავრცელებს შესწორებას, რომლითაც მანამდე გაავრცელა მცდარი ინფორმაცია. ამასთან, შესწორებაშივე განმარტავს, რა იყო შეცდომა და ონლაინ მედიის შემთხვევაში, ცვლის უკვე გამოქვეყნებულ მასალასაც. ჩვენ, როგორც გამოცემებს, რომლებიც ყოველთვის იცავენ სტანდარტს, შესაბამისი მოლოდინი გვაქვს ცესკოსგანაც.
განცხადებაზე ხელმომწერი მედია ორგანიზაციები მოვითხოვთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მყისიერად უზრუნველყოს გამოქვეყნებულ და სხვა არხებით გავრცელებულ მონიტორინგის ანგარიშებში შეცდომის გასწორება და იმავე არხებით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით დავიცვათ ჩვენი რეპუტაცია კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატება: ცესკოს საიტზე ანგარიში შეიცვალა და დოკუმენტიდან ამოღებულია ის დიაგრამები, სადაც კონკრეტული მედიის შესახებაა საუბარი. თუმცა მითითებული არ არის, რომ პირველ ვერსიაში იყო შეცდომა და ამოღების მიზანი შესწორებაა.
დღეს, 23 სექტმბერს, ცესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს:
"დადგა საჭიროება, რომ მიმართულებები, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მონიტორინგი, დაზუსტდეს და უფრო დეტალური გახდეს აღწერილობა ამა თუ იმ ინფორმაციის რაოდენობრივი ანალიზის წარმოებისას. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზს, აღნიშნული დაფიქსირდა რადიო თავისუფლებასა და ონლაინგამოცემა ნეტგაზეთთან მიმართებაში რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას, — ავტომატურად მოინიშნა კრიტერიუმი — "დეზინფორმაცია", რაც აღმოჩენისთანავე გამოსწორდა.
ონლაინ გამოცემებთან: აქცენტნიუსთან, პუბლიკასა და On.ge-სთან მიმართებაში, გამოიკვეთა, რომ რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას აღნიშნული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია (2 სიახლე გამოცემა პუბლიკას შემთხვევაში, ერთი სიახლე გამოცემა On.ge-ს შემთხვევაში და ერთი სიახლე აქცენტნიუსთან მიმართებაში) მოხვდა დეზინფორმაციის ჭრილში, რაც ასევე წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და შესაბამისად აღმოიფხვრა", — აცხადებენ ცესკოში.
უწყება საუბრობს 22 სექტემბრის რედაქტორების შეხვედრაზეც და ამბობს, რომ მიზანი იყო ჩვენთვის დეტალურად განმარტება, რა პრინციპებით მუშაობს ინფორმაციის დაცულობის ცენტრი.
"სწორედ მათთან კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრა, რომ როგორც მედიის მხრიდან ბალანსის დაცვის საკითხი, ისე ანალიზის შედეგები იქნება კიდევ უფრო დეტალურად აღწერილი, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ანალიზის წარმოებისას; ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია იქნება კიდევ უფრო ზუსტი და კონკრეტულად ასახავს დეტალებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოცემული იქნება ანგარიშებში. ასევე მოხდა შეთანხმება, რომ დეზინფორმაციაში, როგორც აქამდე, ახლაც მოიაზრება მიზანმიმართული სიცრუე", — აცხადებს ცესკო.
ამ ტიპის კონსულტაცია არ ყოფილა შეხვედრის მიზანი და როგორც უკვე აღინიშნა, ცესკოში შეხვედრაზე კონკრეტული პრობლემის განსახილველად მივედით, მსჯელობის პროცესში კი უწყების წარმომადგენლებს ვუთხარით ჩვენი მოსაზრება ზოგადად მედიამონიტორინგის შესახებ, ასევე, იმაზე, რომ შესაძლოა აქ იკვეთებოდეს ინტერესთა კონფლიქტი.
დღევანდელ განცხადებაში ცესკო ვრცლად საუბრობს ინფორმაციის დაცულობის ცენტრზე და მიუთითებს, რომ მან საქმიანობა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით დაიწყო. უწყების მტკიცებით, მათი მხარდაჭერით ჩამოყალიბდა მონიტორინგის ჯგუფი და შერჩეულმა მონიტორებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი მედია სტანდარტების და ცრუ ინფორმაციის გამოვლენის შესახებ, ჩაუტარდათ ტესტირება და გაიარეს საგამოცდო პერიოდი. ცესკო ამბობს, რომ ამის შემდეგ მონიტორინგის პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციამ დამოუკიდებლად გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამონიტორინგებს 200-ზე მეტი სატელევიზიო (ცენტრალური და რეგიონული) და ონლაინ პლატფორმის, ასევე 300-ზე მეტ გვერდსა და ჯგუფს Facebook-ში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები