სუხიშვილი ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქართული ცეკვა ჰომოსექსუალებისთვის "მასკულინურია"
ფოტო: Facebook / Sukhishvili Nino
ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი ისევ ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქართული ცეკვა "მასკულინურია" და მას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა იცეკვოს ის ჰომოსექსუალმა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა პასუხობდა კითხვებს ფილმ And Then We Danced-თან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ.
სუხიშვილის მტკიცებით, არ შეუმჩნევია, რომ ანსამბლის არსებობის 80-წლიან ისტორიაში დასში ლგბტ თემის წარმომადგენლები იყვნენ. ის აღნიშნავს, რომ "ეს ძალიან შესამჩნევია".
"არ ვიცი, მე რაც ჩემი პრაქტიკიდან მახსოვს, შეგნებული ასაკიდან, მე არ მახსოვს. თუმცა, იცი როგორ გითხრათ, მე ვთვლი, რომ ეს ყოველთვის საგრძნობი და შესამჩნევია, თუმცა არ შეგვიმჩნევია", — განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.
კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ მოცეკვავეებს ორიენტაციის დამალვა ხელმძღვანელობის რეაქციის გამო შეიძლება უწევდეთ, ის იმით პასუხობს, რომ საბჭოთა კავშირის გამო თემის წევრები სახელმწიფოს გამო იმალებოდნენ და ბოლო წლებში არ არიან ხელმძღვანელები, ვისაც ეს აწუხებს.
"არა მგონია მაგის გამო. ჯერ ჯერთი, ადრეულ წლებში შეიძლება საერთოდ იმიტომ მალავდნენ, რომ ხელმძღვანელობის კი არა, სახელმწიფოს მხრიდან იყო ეს... რამდენმა იზარალა, დიდმა ხელოვანმა საბჭოთა კავშირის პერიოდში მარტო იმიტომ, რომ... ძალიან ბევრმა, ძალიან ბევრს კარიერა დაენგრა. ამიტომ, აქ ხელმძღვანელობაზე არ არის ლაპარაკი, აქ ქვეყნის პოლიტიკაზე იყო უფრო ლაპარაკი. ახლა ბოლო წლებში კიდე არა მგონია, რომ ეს რომელიმე ხელმძღვანელს ეს აწუხებდეს", — განაცხადა მან.
წამყვანმა სუხიშვილს ჰკითხა ისიც, შედის თუ ასეთი ხელმძღვანელების რიცხვში, რასაც მან ჰომოფობიურად უპასუხა:
"იცით რა, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ქართული ცეკვა როგორ შეიძლება გამოუვიდეს. აი, რაღაცნაირად ძალიან მასკულინურია ეს ქართული ცეკვა. ამიტომ, ჩემი აზრით, მგონია, რომ რთული შესასრულებელი იქნება ეს. თუმცა, ახლა აქ არ არის მარტო მამაკაცზე ლაპარაკი, ქალებზე არ ვიცი ახლა, ყოველ შემთხვევაში, ესეც არ შემიმჩნევია არასდროს. ამიტომ, რთულია ამაზე ლაპარაკი, როგორ უნდა იცოდე ეს წინასწარ", — აცხადებს ის.
სუხიშვილი ფიქრობს, რომ კრიტიკა, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მაშინ, როცა ფილმში სუხიშვილების მონაწილეობაზე უარი თქვა, დაუმსახურებელია და რეჟისორის, ლევან აკინის საქციელი "ულამაზო" და "გაბუქული" იყო.
"აკინმა გააკეთა ეს ყველაფერი. რატომღაც ჩემ მიმართ განეწყო უარყოფითად, რომ ჩვენ ფილმში მონაწილეობაზე უარი ვუთხარით. მე არ მომეწონა სცენარი. ჩვენს ოჯახზე იყო ძირითადად სცენარი თავიდან და დატოვა კიდევაც რაღაცა ფრაზები, როგორც მე მითხრეს ფილმში. [...]
პროფესიონალების აზრი ვიცი, რომ ყველაზე სუსტი რგოლი ამ ფილმში არის ცეკვა. ბუნებრივია, თუ აკინი ნიჭიერი რეჟისორია, გათვლა ჰქონდა ჩვენზე. ბევრად უკეთესი ფილმი გამოუვიდოდა იქ რომ ილიკოს დაედგა სცენები ცეკვის და ანსამბლის დასს მიეღო მონაწილეობა, უფრო ეფექტური იქნებოდა, ალბათ, მისთვის. ფილმი უკეთესი შეიძლება გამოსულიყო და შეიძლება, ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება ჩვენ მიმართ.
იმიტომ, რომ ჩვენმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა. იყო ჩემთან ოფისში ვისაუბრეთ, ვიჯექით, აბსოლუტურად არანაირი დაძაბულობა არ გვქონია და ძალიან მშვიდი საუბრის მერე, რატომღაც მერე გაღიზიანდა", — ამბობს ის.
ანსამბლის ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ რეჟისორს, რომელსაც ფილმის გადაღება ქართული ანსამბლის წევრ გეი წყვილზე სურდა, შესთავაზა გადაეღო ბალეტზე ან მოდერნ ცეკვაზე, "სადაც უფრო მეტად შეიძლება შეხვდე ასეთ ნიუანსებს".
"მე შევთავაზე, იქნებ ქართული ცეკვა ჩაანაცვლო სპეციალობით, რაშიც უფრო ბუნებრივი იქნებოდა, მაგალითად ბალეტი კლასიკური, ან მოდერნ ცეკვა, სადაც უფრო მეტი და მიღებულია სხვა ორიენტაციის ადამიანების მუშაობა, სადაც უფრო მეტად შეიძლება შეხვდე ასეთ ნიუანსებს. არაო, კონკრეტულად ქართული ცეკვაზე უნდოდა და ნუ, გააკეთა", — ამბობს ის.
მისივე თქმით, ლევან აკინის განცხადება, თითქოს მოცეკვავეებს დაემუქრა არასწორია და სუხიშვილების ანსაბმლის წევრებმა ფილმში მონაწილეობაზე უარი მისგან დამოუკიდებლად თქვეს. ის ამტკიცებს, რომ ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს და მას არ შეუძლია მოცეკვავეებს რამე ისეთი აუკრძალოს, რაც მის დასს არ ეხება.
"აკინს მუქარა ჰქონდა, რომ მსოფლიოს თეატრებს დაგვიკეტავენ და რაღაცნაირად გამოგვიყვანა, რაღაც ასე, ჰომოფობებად და ეს ცოტა უშნო და ულამაზო საქციელი იყო მისი მხრიდან. თუმცა, მე ჩემი აზრი მაქვს და დამოკიდებულება და ვიღაცას სხვა დამოკიდებულება, ყველა თავისუფალია თავის აზრში", — აცხადებს ის.
კითხვაზე, რა რეაქცია ექნებოდა, ფილმი ქალების სიყვარულზე რომ გადაეღოთ, სუხიშვილის პასუხი ასეთია:
"იგივე არ არი? იგივეა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, იგივეა. ხომ გეუბნებით, ამ ფილმში მონაწილეობა არ მინდოდა ჩემს ანსამბლს მიეღო. ჯერ ეს ერთი, დროც არ გვქონდა მაგისი, აქედან რომ დავიწყოთ, მე შემეძლო, უამრავი მიზეზი მეთქვა".
მსგავსი შინაარსის განცხადებები მას 2019 წელსაც აქვს გაკეთებული. მაშინ ფილმის რეჟისორი ლევან აკინი ამბობდა, რომ ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა. აკინის განცხადებით, მან ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.
სუხიშვილმა აკინის პასუხად განაცხადა, რომ ეს სიცრუე და ცილისწამებაა და ისიც აღნიშნა, რომ "ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის კაცი არ ჰყოლიათ". მისივე თქმით, შესთავაზა აკინს ფილმი ქალის და კაცის სიყვარულზე გადაეღო, რადგან ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები