ნეტფლიქსის ახალ საი-ფაი ფილმში მერილ სტრიპი პრეზიდენტად გვევლინება — ნახეთ ტრეილერი
ფოტო: Netflix
რა როლში არ გვინახავს ლეგენდარული მერილ სტრიპი, თუმცა, საი-ფაი ფილმში პრეზიდენტის როლი არასდროს განუსახიერებია. და, აი, 72 წლის ოსკაროსან მსახიობს ამის შესაძლებლობაც მიეცა — ნეტფლიქსის ახალ ფილმში, Don’t Look Up, სტრიპს ჯენიფერ ლოურენსთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად ვიხილავთ.
საი-ფაი კომედიას, რომელსაც ცოტა შავ-ბნელი ელფერიც დაჰკრავს, მაყურებელი თავდაპირველად კინოთეატრებში იხილავს მცირე ხნით, 24 დეკემბრიდან, შემდეგ კი ფილმი უკვე სტრიმინგ პლატფორმაზეც განთავსდება.
კინოსურათის რეჟისორი ადამ მაქკეია, როლებს კი ზემოხსენებულ ვარსკვლავებთან ერთად, ტიმოთი შალამე, არიანა გრანდე და ქეით ბლანშეტი განასახიერებენ.
რაც შეეხება ლოურენსსა და დიკაპრიოს, ისინი ორი არცთუ პერსპექტიული ასტრონომის როლს ასრულებენ, რომლებიც მოსალოდნელი უბედურების წინ პოლიტიკოსების გაფრთხილებას ცდილობენ. უბედურება კი ის უზარმაზარი ასტეროიდია, რომელიც დედამიწას უახლოვდება. პოლიტიკოსების სკეპტიკური დამოკიდებულება გაფრთხილებისადმი ერთგვარი ირონიული მინიშნებაა დღევანდელ სიტუაციაზე, როცა კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობებს ბევრი უგულებელყოფს.
ლოურენსი, რომელიც ასტრონომიის კურსდამთავრებულ ქეით დიბიანსკის განასახიერებს, თავისი პროფესორის, რენდალ მინდის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ ასტეროიდი პირდაპირ დედამიწას შეასკდება, ამიტომ, ცნობის გასავრცელებლად მედიას მიმართავს.
აი, მერილ სტრიპი კი აშშ-ის პრეზიდენტის როლშია, რომელიც ასტრონომების აღმოჩენას უფრო საეჭვოდ მიიჩნევს, ვიდრე სახიფათოდ.
"იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი შეხვედრა გვქონდა იმაზე, რომ 'სამყაროს დასასრული დადგა'?", — ეკითხება იგი მეცნიერებს.
რეჟისორი მაქკეი ადასტურებს, რომ სცენარის შექმნის ინსპირაცია კლიმატის ცვლილება იყო, თუმცა, პანდემიამ იდეა უფრო განავრცო. მისი თქმით, ფილმი იმაზეა, თუ როგორ ვურთიერთობთ დღეს ერთმანეთთან.
"ერთმანეთს ვეღარც ვესაუბრებით და ვეღარც ვთანხმდებით. ამდენად, ცხადია, ეს [ფილმი] კლიმატის ცვლილებაზეა, თუმცა, სიღრმისეულად თუ მივუდგებით, იმაზეც არის, თუ რა მოუტანა ინტერნეტმა, ტელეფონებმა და თანამედროვე სამყარომ ჩვენ შორის კომუნიკაციას".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები