თბილისის მერიის ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში 5 წელში 127 მილიონი დაიხარჯა
ფოტო: On.ge
2012-2016 წლებში თბილისის მერიაში დასაქმებულმა ადამიანებმა, ჯამში, 127 მილიონ ლარზე მეტი გამოიმუშავეს. ამ თანხიდან ხუთ მილიონზე მეტი შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება იყო, 122 მილიონზე მეტი კი - შტატიანი თანამშრომლების. 122 მილიონიდან თითქმის 72 მილიონი თანამდებობრივი სარგოა, 50 მილიონზე მეტი კი - პრემია და დანამატები.
თბილისის მერიიდან On.ge-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ უწყებაში ყველაზე მეტი (1 278) თანამშრომელი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდა, ყველაზე ნაკლები - 918 კი - 2012 წელს. 2012 წელთან შედარებით, ბოლო ხუთ წელში, უწყებაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 360-ით არის გაზრდილი.
შტატიანი და უშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე ნაკლები თანხა - 17 მილიონზე მეტი 2012 წელს გაიცა, ყველაზე მეტი (თითქმის 32 მილიონი) კი - 2013 წელს. 2012 წელს შტატგარეშე თანაშრომლების ანაზღაურება 21 522 ლარი იყო, თუმცა, 2014 წელს ეს მონაცემი 1 756 265 ლარამდე გაიზარდა.
ბოლო ხუთ წელში თანამდებობრივი სარგო შტატიან თანამშრომლებზე ყველაზე მეტი ოდენობით 2016 წელს - 16 283 073 ლარი გაიცა, ყველაზე მეტი პრემია და დანამატი 2013 წელს, ჯამში 15 640 295 ლარი. ამავე პერიოდში ჯამში ყველაზე ნაკლები პრემია და დანამატი 2016 წელს - 6 183 091 ლარი გაიცა.
რაც შეეხება მერიის თანამდებობის პირებს, თანამდებობის პირებზე - მერზე, მერის მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებზე, ბოლო ხუთ წელიწადში, ყველაზე ნაკლები თანხა - 1 095 673 ლარი 2012 წელს გაიცა, ყველაზე მეტი - 1 584 053 ლარი კი - 2013 წელს. გასულ წელს ეს თანხა 1 284 616-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში თანამდებობის პირებმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს სახით 2 749 000 ლარზე მეტი მიიღეს, პრემიისა და დანამატის სახით კი - 3 855 000 ლარზე მეტი.
2012-2016 წლებში თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიამ ორ წელზე მეტი იმუშავა და ჯამში 92 061 ლარი გამოიმუშავა. ნარმანიამდე ამ თანამდებობას გიგი უგულავა იკავებდა, რომელმაც 2012-2013 წლებში, შემოსავლის სახით, 172 094 ლარი მიიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები