მოქალაქის თქმით, გირჩმა ნებართვის გარეშე პარტიულ სიაში ჩაწერა — რას ამბობს გირჩი
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
ერთ-ერთი მოქალაქე Facebook-გვერდზე წერს, რომ პარტია გირჩმა ქარელის მუნიციპალიტეტის პარტიულ სიაში უნებართვოდ ჩაწერა. მისი თქმით, არანაირი შეხება პარტიასთან არ ჰქონია და არ იცის, როგორ გამოიყენეს მისი პირადი მონაცემები უნებართვოდ.
"ცესკოში დამიდასტურეს ეს ინფორმაცია და მითხრეს, რომ ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდნენ და რომ პარტიას უნდა დავუკავშირდე, მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელია სიაში ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე. პარტიას მივწერე და ველოდები მათგან ზარს მთელი დღეა, რომ მოვისმინო ახსნა-განმარტება, მაგრამ რაც არ უნდა მითხრან, გამოდის, რომ ამ საკითხს ვერანაირად ვერ გადავჭრი და ქარელის საკრებულოს წევრობაზე კანდიდატად მაინც დავრჩები?", — წერს ის.
On.ge აღნიშნულზე პარტიას დაუკავშირდა. როგორც გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან საბომ განაცხადა, დაახლოებით ერთი თვის წინ მუნიციპალიტეტებში პარტიული სიის შევსების მიზნით, მოქალაქეებს პირადობის მოწმობების სანაცვლოდ, 5 ლარი შესთავაზეს. თუმცა ეს ადამიანი ამ გზით მოხვდა თუ არა სიაში დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან. პარტია გირჩი ამ ადამიანს უხერხულობისთვის ბოდიშს უხდის და მათი თქმით, სამართლებრივი დავისთვისაც მზად არიან.
"კონკრეტულად ეს ადამიანი არის თუ არა, არ ვიცი. ახლა რასაც წერს, ალბათ, არის, ეჭვს არ შევიტან. თუმცა, დაახლოებით, ერთი თვის წინ, მაშინ როდესაც პარტიები ადგენდნენ თავიანთ სიებს ქვეყნის მასშტაბით, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პატარა პარტიას, გირჩსაც ჰქონდა იმის პრობლემა, რომ ყველა რეგიონში, რამდენ ადგილიანი საკრებულოც არის, იმხელა ან უფრო გრძელი სია უნდა წარგვედგინა. თუ ვიცი, რომ რეგიონში, ვთქვთ, თელავში, ერთ ადამიანს მაინც გავიყვან, 30-ადამიანიანი სია უნდა წარვადგინო ცესკოში, რომ ბიულეტენში მოვხვდე, ჰოდა ყველა პატარა პარტიას აქვს ეს პრობლემა, რომ ამ სიას ტექნიკური ადამიანებით ვერ ავსებენ", — აღნიშნა საბომ.
მისი განმარტებით, ერთი თვის წინ Facebook-ზე ჰქონდათ კამპანია, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს პირადობის მოწმობების სანაცვლოდ, 5 ლარი შესთავაზეს, რის შემდეგაც მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უგზავნიდნენ.
"მაგას ვერ გადავამოწმებდით ნამდვილად, ვინ რისი რა გამოაგვზავნა და სავარაუდოდ, ასე მოხვდა ეს ადამიანი ჩვენს სიაში, რისთვისაც, რა ვიცი, ბოდიშს ვუხდი უხერხულობისთვის, თუმცა მისი სიაში ყოფნა არაფერს არ ნიშნავს, არც პარტიულ მიკუთვნებულობას, არც იმას, რომ გირჩთან რამე კავშირი აქვს, საერთოდ არაფერს, უბრალოდ ასე მოხდა", — განაცხადა მან.
პარტიაში ტექნიკურ სიებს "პრობლემად" აფასებენ და აცხადებენ, რომ "მავნე პრაქტიკაა", რომელიც შესაცვლელია.
"ჩვენი კამპანია, რომ საჯაროდ ვთქვით და საჯაროდ მოვითხოვეთ სია, მოვითხოვეთ პირადობები და ამაში ფულს ვიხდიდით, იმის დემონსტრირების საშუალებაც იყო, რომ გვეთქვა, ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს, თუ მე ვიცი, რომ რეგიონში 1 ან 2 ადამიანს გავიყვან, მე უნდა მქონდეს საშუალება 1 ან 2 კაციანი სია წარვადგინო", — უთხრა მან On.ge-ს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.
მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები