თალიბანმა ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალა
ფოტო: EPA
თალიბანმა ქალებისთვის კიდევ ერთი აკრძალვა დააწესა. ამიერიდან ქაბულის უნივერსიტეტში ქალები ვერც ისწავლიან და ვეღარც იმუშავებენ. აღნიშნული შეზღუდვა განუსაზღვრელი დროით იმოქმედებს — მანამ, სანამ "შესაბამისი ისლამური გარემო არ შეიქმნება".
"მანამ, სანამ ნამდვილი ისლამური გარემო ყველასთვის არ შეიქმნება, ქალებს უნივერსიტეტში სწავლისა და მუშაობის უფლება აღარ ექნებათ. ისლამი უპირველეს ყოვლისა", — განაცხადა ქაბულის უნივერსიტეტის რექტორმა ტვიტერზე.
თალიბანმა ქალებისთვის განათლების მიღების ახალი წესები რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა. როგორც BBC წერდა, არსებობდა ვარაუდი, რომ ახალი წესები ქალებს სწავლების გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემდა, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ შესაბამისი რესურსი განცალკევებული კლასების უზრუნველსაყოფად. თუმცა მედიის ცნობით, განათლების მინისტრი აბდულ ბაკი ჰაკანი ამას უარყოფდა და აცხადებდა, საკმარისი ქალი მასწავლებლები არიან და საჭიროების შემთხვევაში დაემატებიან.
ქაბულის უნივერსიტეტის ლექტორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქალი ლექტორების რაოდენობა მცირეა, ამიტომ ისინი მუშაობენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც კაცი ლექტორები ქალ სტუდენტებს ლექციებს ფარდის მიღმა მდგომნი ჩაუტარებენ.
"ქალი ლექტორების სიმცირის გამო, ვმუშაობთ ახალ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც კაცი ლექტორები ქალ სტუდენტებს ლექციებს საკლასო ოთახში ფარდის მიღმა მდგომნი ჩაუტარებენ. ამ გზით ქალი სტუდენტებისთვის განათლების მისაღებად შესაბამისი ისლამური გარემო შეიქმნება", — ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.
ცოტა ხნის წინ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მერმა, ჰამდულა ჰომეინმა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ქალებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა მანამ, სანამ მათ სამუშაო ადგილს კაცები არ შეავსებენ. მისი თქმით, თალიბანმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ქალებმა გარკვეული ხნით მუშაობა შეწყვიტონ.
ქაბულის მერის განცხადებით, ქალაქში დასაქმებულთა მესამედი ქალები არიან. მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს, მაგალითად, სამუშაოს შეინარჩუნებენ ისინი, ვინც ქალთა საპირფარეშოებში მუშაობდნენ, სადაც კაცებს შესვლა არ შეუძლიათ, პოზიციებზე კი, რომლის დაკავებაც კაცებს შეძლებენ, ქალები მუშაობას ვეღარ მოახერხებენ.
თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.
ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ, თალიბანის პრესსპიკერმა მედიასთან პირველ პრესკონფერენციაზე ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში. მას შემდეგ კი, რაც თალიბებმა ავღანეთი დაიკავეს, არაერთმა ავღანელმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა საკუთარი შიშებისა და მოლოდინების შესახებ.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები