ირაკლი ღარიბაშვილი

29 Sep. 2021, 01:13

ამ 25%–დან, რომელიც მათ აქვთ მყარად, თუ 27%–დან, რეალურად, მათი ამომრჩეველი არის მიშისტი, სექტის წევრი, შეიძლება ითქვას, არის 7–8%, 10% მაქსიმუმ. დანარჩენი არის ზოგადად განაწყენებული ადამიანი, გაღიზიანებული, პროტესტული ამომრჩეველი, რომელიც უბრალოდ რაღაცას ითხოვს და თავად არ იცის რას ითხოვს, უბრალოდ, არ მოსწონს ხელისუფლება და აპროტესტებს მუდმივად რაღაცას და ვიღაცას მმართველს აპროტესტებს, მმართველ პარტიას აპროტესტებს, მე ასე ვხსნი, იმიტომ, რომ როგორ შეიძლება ასეთ მანიაკს დღეს, ჯერ კიდევ ხმას აძლევდეს ვინმე.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, იმედის ეთერში განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…