ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს, ქვეყანაში მედიაგარემოსთან მიმართებით მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
"ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის. საანგარიშო პერიოდში მედიის წინააღმდეგ თავდასხმისა თუ მუქარის ათობით ფაქტი დაფიქსირდა. საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა", — აღნიშნულია ანგარიშში.
მათივე განცხადებით, ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს, მაგალითად 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, მიუხედავად არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებისა თუ სახალხო დამცველის მოწოდებისა.
"მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. მართალია, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს", — ამბობენ ორგანიზაციაში.
კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ქვეყანაში უკანონო მოსმენებია, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ.
ამას გარდა, ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში ჟურნალისტებისთვის ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საშიში გახდა, განსაკუთრებული რისკის ქვეშ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან, რასაც ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და მომხდარი ძალადობრივი ფაქტების არასათანადო გამოძიება, კიდევ უფრო ახალისებს.
"აგრესიული რიტორიკა, მუქარა და შეურაცხყოფა ჟურნალისტების მიმართ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მათ შორის, სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აღრმავებს არსებულ პოლარიზაციას და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ აგრესიის წახალისებაში ცალკეული სასულიერი პირებიც მონაწილეობენ.
"აი ფაქტმა 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე 26 მღვდელმსახური ამოიცნო, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეკრებილებს აქეზებდნენ და ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. სახალხო დამცველმა ამ შემთხვევაშიც მიმართა პროკურატურას, რომ დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ ცქიფურიშვილს ბრალი წაუყენონ. მანამდე საპატრიარქომ განმარტა, რომ მღვდელმა, რომელმაც აქციაზე ძალადობრივი მოწოდებები გააკეთა "სასტიკი საყვედური" მიიღო", — აცხადებენ ისინი.
TI-ში აღნიშნავენ, რომ ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციული კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ გრძელდება, მსგავსი გვერდები განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდა და ნაწილი ჟურნალისტებთან ერთად ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა, თუმცა არის კონკრეტული ფეისბუქგვერდები, რომლებიც სპეციალურად ჟურნალისტების წინააღმდეგ არის შექმნილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები