საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩაერთო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროექტი, Adapter-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება.
Adapter-ის საშუალებით უკვე 26 კომპანია საკუთარ პროდუქციას extra.ge- ზე ყიდის.
Adapter-ის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა Adapter-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაშიც უწევს მხარდაჭერას.
პროექტზე რეგისტრაცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
"დღეს, ისე როგორც არასდროს, ბიზნესის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში გაყიდვების წარმოება. სწორედ ამიტომ, Visa-სთან პარტნიორობით, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების პროექტ Adapter-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 26-მა მეწარმემ გააციფრულა საკუთარი მაღაზია და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა საკუთარ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და მოვუწოდოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა", — განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
"Visa-სა და საქართველოს ბანკს ამოძრავებს საერთო მისია, პოპულარიზაცია გაუწიონ ინოვაციურ გადახდის მეთოდებსა და ხელი შეუწყონ მათი განვითარების პროცესს. მეწარმე ქალი ლიდერების გაძლიერება ამ მისიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რაც თვალნათლივ ჩანს Visa-ს სტრატეგიულ ინიციატივაში #She'sNext, რომელიც რეგიონის მასშტაბით დაინერგა. ჩვენ გვწამს, რომ ქალი მეწარმეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას, აძლიერებს ახალი ბიზნესების წამოწყებასა და ეხმარება უფრო რეზისტენტულები გახდნენ ახალი გამოწვევების მიმართ. მოხარულები ვართ, ჩავერთოთ ამ ინიციატივაში ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთად და წვლილი შევიტანოთ ქალი მეწარმეების გაძლიერებასა და მათი ბიზნესების გაციფრულებაში, რაც ამავდროულად ხელს უწყობს ელ-კომერციის განვითარებას საქართველოში", — განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები