სტერეოტიპების პირისპირ — 20 წლის ნათია ავტოსამყაროდან
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ტრაილერის მძღოლ მამას უნდოდა, მისი შვილი "ქალს რომ შეეფერება", ისეთ პროფესიაში ყოფილიყო — ლამაზ კაბინეტში გაპრანჭული მჯდარიყო და ნაკლებად დამღლელი საქმე ეკეთებინა. ნათიას ოცნება კი სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდებოდა — ღრმა ბავშვობიდან მისი სტიქია ავტომობილი იყო. 17 წლისამ ავტომობილის მართვა ოჯახისგან მალულად, მოპარული მანქანით დამოუკიდებლად ისწავლა. თეორიაც უპრობლემოდ ჩააბარა და სახლში მართვის მოწმობით დაბრუნდა. მამა მაშინ პირველად გააოცა.
"მამას 40 წელია მანქანებთან აქვს შეხება, ძალიან კარგად იცის ეს სფერო. მეც ბავშვობიდან მომწონდა მისი ყურება. სულ მინდოდა მასთან მეჭორავა მანქანის ნაწილებზე და მსგავს თემებზე. ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდა, მომწონდა მის მძღოლ მეგობრებთან ავტომობილების დეტალებზე საუბარი. ვსწავლობდი სპეციფიურ ტერმინოლოგიას. დავყვებოდი რეისებში და ტრაილერების გარაჟში. ნელ-ნელა გავერკვიე და შეიძლება ითქვას, შევისწავლე კიდეც მანქანა", — ამბობს ნათია.
სოფელ კარალეთში გაზრდილი 20 წლის ნათია ბერაშვილი დღეს თბილისში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. არჩეულ პროფესიაზე უარის თქმას არ აპირებს, თუმცა ფეისბუქზე სრულიად შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ ბავშვობის ოცნებამდე მიიყვანა. თეგეტა ქალ ავტომექანიკოსებს ეძებდა.
"ფეისბუქზე შემთხვევით გადავაწყდი გოგო ავტომექანიკოსის ვაკანსიას და სიხარულით გავგიჟდი, ზუსტად ჩემთვის არის-მეთქი, ვიფიქრე და ეგრევე გავგზავნე სივი. არ მქონდა იმედი, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ გამიმართლა და ამიყვანეს, თუმცა ახალი სანერვიულო გამიჩნდა — როგორ მეთქვა სახლში ჩემი არჩევანი. კი მოსწონდა მამას მსგავს თემებში რომ ვერკვეოდი, მაგრამ ავტომექანიკოსობა მინდა-მეთქი რომ მეთქვა, მეგონა, გაგიჟდებოდა. თეგეტა აკადემიაში სწავლა რომ დავიწყე, თავიდან დავმალე. ორთვიანი თეორია გავიარე და პრაქტიკაზე რომ გადავედით, მაშინ ვუთხარი. რასაც ვისწავლიდი, საღამოს მამას ვურეკავდი და ვიმეორებდი ხოლმე, ვაბარებდი. ის თავისებურად მიხსნიდა, "შოფრულ" ენაზე. მამისგან და ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი — მამხნევებდნენ, მიდი, შენი გვჯერაო, მეუბნებოდნენ და მეც, ბუნებრივია, სტიმული უფრო და უფრო მემატებოდა".
ფოტო: თეგეტა მოტორსი
აკადემიაში სწავლა რთული და შრომატევადი აღმოჩნდა — ზღვა მასალის, უამრავი დეტალისა და წვრილმანის საფუძვლიანად შესწავლა მოუწია.
"აქამდე მეგონა, რომ ბევრი რამ ვიცოდი მანქანის შესახებ, თუმცა ვცდებოდი. თეორიული კურსის გავლისას ძალიან ბევრი დეტალი უცხო იყო ჩემთვის. აი, მაგალითად, გადაცემათა კოლოფი — ნანახი კი მქონდა უამრავი ფოტო თუ ვიდეო, მაგრამ გატეხილი "კარობკა" რომ ვნახე პირველად, უბედნიერესი ვიყავი — ეს ისაა, რაც ვისწავლე-მეთქი? უშუალოდ შეხება ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ხშირად არის შემთხვევა, როცა საქმე ფიზიკურ ძალას მოითხოვს, მაგალითად, შეიძლება ზოგი ბოლტი ძალიან იყოს ჩაჟანგებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ხერხი სჯობია ღონესა და რაღაცას ვახერხებ ხოლმე. თან ვარჯიში დავიწყე და ხელში მეტი ძალა მეძლევა უკვე. ასე რომ, არანაირი დაბრკოლების აღარ მეშინია და ჩემი უპირატესობაც სწორედ ამაშია".
ნათია ახლა პრაქტიკას გადის თეგეტა თრაქ ენდ ბასში და უკვე დამოუკიდებლად ახერხებს პრეტენზიული მძღოლების გაოცებას. მათ კი, ვინც სკეპტიკურად უყურებს ქალ ავტომექანიკოსს, საქმით უმტკიცებს, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და რომ საყვარელი საქმე ყველას თანაბრად შეუძლია აკეთოს და მთავარი მონდომებაა.
"თავიდან ძალიან ვიძაბებოდი, მეშინოდა, რამე არ გავაფუჭო არ დავაზიანო, არ გადავწვა-მეთქი, თან მძღოლებმა იციან ხოლმე თქმა, ქალის საქმე ეს არ არის, ქალს როგორ ვანდობ მანქანასო, მაგრამ მერე მივხვდი — არ უნდა მიაქციო ამ დამოკიდებულებას ყურადღება, შენი საქმე უნდა აკეთო, კონცენტრირდე სამუშაოზე და ყველაფერი გამოგივა. ეს კომპლექსი რომ მოვიშორე, ნელ-ნელა მოვიპოვე კიდეც მძღოლების ნდობა. ჩემთვის მთავარია ვაკეთო ის, რაც მომწონს, რასაც ჩემი გული მკარნახობს და თან ვიყო წარმატებული, ჩემი საქმის პროფესიონალი. ყოველ დილით თავს ვუმეორებ, რომ ძლიერი გოგო ვარ, რომ მინდა გავხდე კარგი მექანიკოსი — მოტივაციას მუდმივად ვიმაღლებ და ვიმაღლებ. მინდა, რასაც ვაკეთებ, იმაში საუკეთესო ვიყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო საუკეთესო. მე მჯერა და მწამს საკუთარი თავის. რომ არ მჯეროდეს, აქამდე ვერ მოვიდოდი და წინ გრძელი გზაა!", — ამბობს ნათია ბერაშვილი.
------
პროფესიას რომ გენდერი არ აქვს, ამის თეგეტა თრაქ ენდ ბასში ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში — #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა ცვლილებებისთვის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში თეგეტაში მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება ხდება. თეორიული და პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდებიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები