ომბუდსმენმა 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ სავარაუდო ზეწოლა აღრიცხა, მათგან 52 გახარიას პარტიიდან არის
ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 52 პირი არის ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსათვის წარმომადგენელი, 6 — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ხოლო ერთი მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებლის.
"მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოპოზიციური კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით. ჩვენ მივიღეთ არაერთი ინფორმაცია კანდიდატობასა და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარის თქმის იძულების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება, მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით.
შედეგად, აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე გამონაკლისის გარდა განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით ამ 59 პირიდან 52 კანდიდატი არის პარტია საქართველოსათვის წარმომადგენელი, 6 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ერთი მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებლის", — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამსახურებრივად შევიწროების ფაქტებზე. ამ შემთხვევაში ომბუდსმენის აპარატმა 69 პირი გამოავლინა. ლომჯარიას თქმით, ამ პირთა უმრავლესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან კავშირები დაასახელა.
"სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში. დასაქმებულები გაათავისუფლეს ასევე შსს-ს აპარატიდან, მუნიციპალური სამსახურებიდან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სიპებიდან, აიპებიდან და იყო ასევე ერთ-ერთი შემთხვევა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე", — თქვა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ ასევე თქვა, რომ გამოვლინდა 5 ძალადობრივი ინციდენტი და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 5 სავარაუდო შემთხვევა. სახალხო დამცველს ასევე მიმართეს საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა პირების შესახებ, პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების მაღალი ალბათობის თაობაზე. მისი თქმით, ერთ-ერთ შემთხვევაში, დაადგენს დისკრიმინაცია, რადგან დირექტორს იმის გამო არ გაუგრძელეს ხელშეკრულება, რომ მისი შვილი ერთ-ერთი ოპოზიციურ პარტიასთან იყო დაკავშირებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები