TI აუდიტს მოუწოდებს, გირჩის შესაძლო დაუდეკლარირებელი შემოსავალი და ხარჯი შეისწავლოს — რას ამბობენ პარტიაში
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აუდიტის სამსახურს გირჩის შესაძლო დაუდეკლარირებელი შემოსავლისა და ხარჯის შესწავლისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია ორ სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც გირჩს დეკლარაციებში კონკრეტული შემოსავალი და ხარჯი არ აქვს მითითებული.
პირველი ეხება გირჩის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში მათთვის განკუთვნილ ადგილებს აუქციონის წესით გაყიდვას. TI-ში აცხადებენ, რომ პარტიას აქედან მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
"აგვისტოში პარტია გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ პარტია საუბნო საარჩევნო კომისიებში მათთვის განკუთვნილ ადგილებს აუქციონის წესით ყიდის. ასეთი ქმედებიდან პარტიის მიერ მიღებული თანხა შემოწირულობად უნდა ჩაითვალოს და დაექვემდებაროს დეკლარირებას. მიუხედავად ამისა, გირჩის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარტიას, საბიუჯეტო შემოსავლის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონია. აგრეთვე, წლის განმავლობაში პარტიას არ უფიქსირდება მიღებული შემოწირულება", — ნათქვამია TI-ის კვლევაში.
On.ge იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ამომრჩეველს ყოველთვიურად აწვდიან ინფორმაციას გირჩის ანგარიშებისა და ხარჯების შესახებ, ამისთვის კი პარტიის ვებგვერდსა და ფეისბუჯგუფს იყენებენ. რაც შეეხება ამ ინფორმაციის ოფიციალურ დოკუმენტებში ასახვას, ხვიჩია აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურთან უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია.
"აუდიტის სამსახური უკვე შეგვეხმიანა, ისინი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ საქმეს, მაგრამ როგორც ჩანს, გაგებით გვეკიდებიან, არჩევნებამდე გვაცდიან და შემდეგ შეხვედრაზე შევუთანხმდებით და შევპირდით, რომ ყველაფერს... მაგათი თანხმობაც გვჭირდება, რომ ყველაფერი კარგად არის. თქვენი დარწმუნებაც გვჭირდება, რომ კითხვები არ დარჩეს [...] არჩევნების შემდეგ ვაპირებთ ამას, მანამდე უბრალოდ არ გვეცალა საბუთების სწორად შესავსებად", — უთხრა On.ge-ს ხვიჩიამ.
TI-ის კვლევა ეხება გირჩის მიერ გათამაშებულ ავტომობილსაც და აღნიშნულია, რომ პარტიის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ავტომობილის ყიდვის ხარჯი არ არის მითითებული — კვლევის ავტორების თქმით, ეს კანონის მოთხოვნების დარღვევაა.
"სექტემბერში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია გირჩმა შეიძინა 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილი და მას საარჩევნოდ გაათამაშებს. კერძოდ, აქციის მიზნად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამომრჩევლის აქტივობის წახალისებას ასახელებდა. გირჩის არც ერთ სამკვირიან დეკლარაციაში ამ ავტომობილის ყიდვის ხარჯი არ აქვს მითითებული, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს", — აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
ამასთან დაკავშირებით ხვიჩიამ On.ge-ს უთხრა, რომ პორშე ბიუჯეტიდან მიღებული ფულით იყიდეს. ამ ინფორმაციის დეკლარაციაშია ასახვაზე კი, წინა შემთხვევის მსგავსად, განაცხადა, რომ აუდიტთან ჰქონდათ კომუნიკაცია და შეთანხმდნენ, რომ უწყება დაეხმარება დოკუმენტების მოწესრიგებაში.
"პორშეს ფული შეგვეძლო ჯიბეში ჩაგვედო, გაგვენაწილებინა, როგორც სხვა პარტიები იქცევიან ან შეგვესრულებინა დაპირება, რომ გვეყიდა ადამიანებისთვის პორშე და გვეჩუქებინა ბიუჯეტის ფული. [...]
ეს ფული ჩვენი ფულია ბიუჯეტიდან და ჩვენ ვაბრუნებთ ხალხში, ვასრულებთ დაპირებებს. ყველანაირად ჩვენს ინტერესებშია, თქვენ რომ ახლა ამას იძიებთ, ეს მახარებს, იმიტომ, რომ თქვენ ეტყვით საბოლოოდ იმას, რომ გირჩმა დაპირება შეასრულა", — ამბობს ხვიჩია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აუდიტის სამსახურს კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების რეკომენდაციას აძლევს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები