ვახო სანაია

30 Sep. 2021, 17:52

ჩვენ ახლა ვდაგვართ მე-17 სართულზე ამ შენობის და მე მახსენდება 2001 წელი, როდესაც ამ დერეფანში ლიფტიდან შემოვიდა უშიშროების სამსახური და აგერ არის ნანა, რომელიც ბევრი წელი მუშაობდა მაშინდელ რუსთავი 2-ში და ძალიან კარგად ახსოვს. მე მახსენდება იმედი, აქ არის გიორგი, რა მოხდა 2007 წელს, მე ვხედავ ნინოს ჩემ გვერდით მაესტროსთან დაკავშირებით, ვხედავ ქეთის, ირაკლი, გიორგის, ზუკას, მიშას რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ წაიღო, მაგრამ სამი არხი მიიღო.

მე მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში, თქვენი დაქვემდებარებული სასამართლოების, პროკურატურის და ა.შ. სტრუქტურების საშუალებით, რაც არ უნდა გააკეთოთ, ჩვენ არ დავდებთ კალამს, ჩვენ არ დავდებთ კამერებს, ჩვენ არ დავდგებით მუხლებზე — ქართული მედია არის დაუმარცხებელი. მე შემთხვევით არ ჩამომითვლია ყველა ხელისუფლების დროინდელი საქმეები. ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც.

განაცხადა ფორმულას ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ. ის ასე ეხმაურება ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…