მართლა დაეცა თუ არა ნიუტონს ვაშლი და იყო თუ არა აინშტაინი ოროსანი
ფოტო: WIKIMEDIA
გენიოსების შესახებ ხშირად მოისმენთ ლეგენდებს, რომელთა გადამოწმებაც მათი სპეციფიკურობის გამო ძალიან რთულია. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ნიუტონის ხსენებაზე პირველ რიგში ვაშლის ამბავი ახსენდება. აინშტაინის შესახებ კი არსებობს ზოგადი აზრი, რომ გასული საუკუნის უდიდესი მოაზროვნე თავის დროზე მათემატიკის გამოცდაში ჩაჭრილა.
სინამდვილეში, ორივე ისტორია უბრალოდ მითია, მაგრამ ცეცხლი ნაპერწკალის გარეშე არ ჩნდება.
მითი ისააკ ნიუტონზე
მითი მოგვითხრობს, რომ 1666 წელს ლონდონში დიდი გასაჭირი და განუკითხაობა იყო, რის გამოც ადამიანები ინგლისის დედაქალაქს ტოვებდნენ და საცხოვრებელ ადგილებს იცვლიდნენ. მათ შორის იყო ისააკ ნიუტონიც, რომელიც ლონდონიდან ვულსტორპ მანორში, დედის სახლში გადაბარგდა. ნიუტონი ახალ გარემოცვაშიც აგრძელებდა დედამიწის გარშემო მთვარის ორბიტაზე ფიქრს, წამოწვებოდა ხოლმე ვაშლის ხის ქვეშ და აკვირდებოდა მთვარეს. ერთხელაც, ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი ნიუტონს თავზე დაეცა და ევრიკა! - მან გრავიტაცია აღმოაჩინა.
ნიუტონის ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი მითია სამეცნიერო წრეში. მის შესახებ ყველა სასკოლო წიგნში წერია, რათა სკოლის მოსწავლეები გრავიტაციის საკითხით დაინტერესდნენ.
საინტერესოა, ნამდვილია თუ არა ეს ისტორია?
ნიუტონმა, ისევე, როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა, მართლაც დატოვა ლონდონი და თავის ბავშვობის სახლს მიაშურა. სახლის ეზოში კი, წყაროების მიხედვით, მინიმუმ ერთი ვაშლი ხე მაინც იდგა. მიუხედავად ამისა, გრავიტაციის აღმოჩენა მრავალწლიანი კვლევის შედეგად უფრო უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე შემთხვევითობად.
ნიუტონის ჩანაწერებში ზუსტად არ ჩანს, როდის აღმოაჩინა მან გრავიტაცია, მაგრამ მისმა თანაკურსელმა ისტორიას მნიშვნელოვანი ცნობები შემოუნახა.
უილიამ სტაკლი ნიუტონთან დაახლოებული პიროვნება იყო. ისინი ხშირად საუბრობდნენ ფიზიკასა და სამყაროზე. ერთ დღეს, როგორც სტაკლი წერს, ისააკმა თანამოსაუბრეს გრავიტაციის თეორიის ჯერ კიდევ დაუსაბუთებელი ვერსია გააცნო. ნიუტონს აინტერესებდა, რატომ ვარდებოდა ვაშლი ყოველთვის შვეულად, მიწაზე და არა გვერდით, ან მაღლა. მისი აზრით, ამის მიზეზი რაღაც უცნობი მიზიდულობის ძალა იყო, რომელსაც მოგვიანებით მეცნიერმა გრავიტაციის ძალა უწოდა.
ვაშლის მითის არსებობაში თავისი წვლილი ნიუტონსაც აქვს შეტანილი. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ გენიალური ფიზიკოსი ვაშლის ამბავს მხოლოდ იმიტომ ყვებოდა, რომ აღმოჩენის მარტივი ილუსტრირება მოეხდინა.
მითი ალბერტ აინშტაინზე
თქმულების თანახმად, მეცნიერი, რომელმაც 26 წლის ასაკში ფარდობითობის თეორია შექმნა, მეოთხე კლასში მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა და მოგვიანებით სკოლიდანად გარიცხეს. იმასაც ამბობენ, რომ აინშტაინი კოლეჯში ჩაბარებისას კიდევ ერთხელ ჩაიჭრა მათემატიკის გამოცდაში.
მივყვეთ ქრონოლოგიურად და გავარკვიოთ, რა მოვლენებმა დაუდო საფუძველი ასეთ ლეგენდებს.
საყოველთაოდ აღიარებულ მოაზროვნეს ბავშვობაში გენიოსობის არაფერი ეტყობოდა. ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა თავისი თანატოლების შესაძლებლობებს - გვიან დაიწყო ლაპარაკი და არამდგრადი ხასიათითაც გამოირჩეოდა. ამასთან, მეგობრები არ ჰყავდა და სკოლაში სიარული ეჯავრებოდა. მშობლები სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ მათ შვილს სწავლისა და ათვისების უნარი დაქვეითებული ჰქონდა. სასწავლო დაწესებულების რუტინული ცხოვრებისა და მოსაწყენი დავალებების გამო ალბერტ აინშტაინმა 15 წლის ასაკში სკოლას თავი დაანება, თუმცა სწავლაზე ხელი არ ჩაუქნევია. მას ამოცანების ამოხსნა და განსხვავებული გზების ძიება ძალიან უყვარდა.
სკოლიდან გამოსვლის შემდეგ, აინშტაინმა ციურიხის კოლეჯში ჩაბარება სცადა, მაგრამ მისაღებ გამოცდებში ზღვარი ვერ გადალახა. მათემატიკა მისი სუსტი წერტილი ნამდვილად არ ყოფილა. ახალგაზრდა მეცნიერს ზოოლოგიის, ბოტანიკისა და ენის გამოცდების ჩაბარება გაუჭირდა.
ალბერტი წარუმატებლობის მიმართ შეუპოვარი აღმოჩნდა - მოიმარჯვა წიგნები, იშრომა და ხელახლა სცადა გამოცდების ჩაბარება. ამჯერად, ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა არც უნივერსიტეტში დაუტოვებია განსაკუთრებული შთაბეჭდილება ლექტორებზე. ამჯობინებდა, თავისით ესწავლა და არ დამორჩილებოდა აკადემიურ წესრიგს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აინშტაინს სამსსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდა, რადგან მას პროფესორები რეკომენდაციას არ უწევდნენ.
საბოლოოდ, აინშტაინმა პატენტების შვეიცარიულ ბიუროში იშოვა საოფისე სამსახური, ისიც - ოჯახის ახლობლის დახმარებით. წლების შემდეგ კი მისი სამეცნიერო ნამუშევრები კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად იქნა აღიარებული.
როგორც ხედავთ, ფარდობითობის თეორიის ავტორს მათემატიკასთან პრობლემები არ ჰქონია, თუმცა სკოლასა და უნივერსიტეტში მართლაც არ ყოფილა გამორჩეული მოსწავლე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები