ვიღაცისთვის შეიძლება კარგად ჟღერდეს წინასაარჩევნოდ, რომ მედიას ახშობენ, მაგრამ ეს სპეკულაციაა — კუჭავა
ფოტო: ქართული ოცნება
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სპეკულაციას უწოდებს მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ მედიაზე ზეწოლაა. ასე გამოეხმაურა ის ტელეკომპანია ფორმულას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მან, ასევე, დადებითად შეაფასა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად, გამორიცხა, ფორმულას დაყადაღების ალბათობა.
"ძალიან კარგია, რომ განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ მალევე და ამით დახურა, ფაქტიურად, სივრცე, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო, თითქოს რამე კავშირი აქვს ამას თავისუფალ მედიასთან [...] შავი ფული სადაც არ უნდა ტრიალებდეს, ტელევიზია იქნება თუ სხვა, გამოსაძიებელია — ეს ხომ ფაქტი არის", — განაცხადა კუჭავამ პალიტრანიუსის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რატომ შეიტანა თავდაცვის სამინისტრომ ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი წინასაარჩევნოდ, კუჭავამ განაცხადა, რომ ეს თავად სამინისტროს უნდა ვკითხოთ.
"თავდაცვის სამინისტროს უნდა კითხოთ, რაღაც პროცედურები რატომ დაიწყეს ახლა, მაგრამ, ეს არ არის ახალი დაწყებული, ხომ? მესამე ინსტანცია, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ იყო მანამდე მეორე ინსტანცია, მანამდე პირველი ინსტანცია. ეს საკითხი დიდი ხანია მუსირებს და საკითხია, რომელზეც მიდის მსჯელობა, მათ შორის, სასამართლოში [...] მესმის, შეიძლება ვიღაცისთვის კარგად ჟღერდეს ეს წინასაარჩევნოდ, რომ აი, მედიას ახშობენ და ხელს უშლიან მუშაობაში, თუმცა ფაქტია, რომ ეს აბსოლუტურად კავშირში არ იყო ამასთან და შესაბამისად, იყო სპეკულაცია", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გუშინ, 30 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვენ.
ტელეკომპანია ფორმულაში თემაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ფორმულას დირექტორის, ზურაბ გუმბარიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიის ნაწილია. გუმბარიძე არ გამორიცხავს მედიასაშუალების ქონების დაყადაღებასაც.
ამ მოვლენებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მომხდარი ძალადობრივი მოვლენების გათვალისწინებით, წინასაარჩევნოდ მედიაზე ზეწოლა გასაკვირი არაა.
გაიგე მეტი:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები