ევროპარლამენტარების თქმით, არჩევნები სათანადოდ მიმდინარეობს, მაგრამ დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემები
ფოტო: On.ge
საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ჩამოსული ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ პროცესი სათანადოდ მიმდინარეობს, მაგრამ დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემებიც.
"ჩვენ ამ დილით რამდენიმე საარჩევნო ოლქში არჩევნების პროცესის დაწყებას დავაკვირდით. პროცესი მშვიდად დაიწყო, ოლქები დროულად გაიხსნა, საარჩევნო მასალა ადგილზე იყო, თანამშრომლებიც გამოცხადნენ. ამგვარად, ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი სათანადოდ მიმდინარებს. იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები. მაგალითად, მეორე სართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის რთულადაა მისაწვდომი. ხოლო ერთ საარჩევნო ოლქში ელექტრონული დათვლის აპარატი გაფუჭდა, ამიტომ ის ჩვეულებრივ საარჩევნო ურნად იქცა. ამის გარდა თბილისში პროცესი მშვიდად მიმდინარეობს", — განაცხადა მაიკლ გალერმა, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, გალერმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენები მათ სადამკვირვებლო მისიის ჩარჩოებს ცდება.
"ეს ის მოვლენაა, რომელიც არჩევნების პროცესზე ზეგავლენას არ მოახდენს, ამიტომ ჩვენი როლის გათვალისწინებით, კომენტარი არ გვაქვს".
ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, მათ ოთხი ადგილი მოინახულეს და აპირებენ კიდევ ბევრს ეწვიონ.
"ჩვენ ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს და ვავსებთ ფორმებს იმაზე, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში — რამდენადაა დაცული პანდემიასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები და, რა თქმა უნდა, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს არჩევნების პროცესი", — თქვა მან.
შეკითხვაზე, თუ რა გავლენა ექნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს ქვეყანაზე, გრეგოროვა პასუხობს, რომ ეს მომავალში გამოჩნდება.
"ჯერ კიდევ ბევრი უცნობი დეტალია, ამიტომ დაველოდოთ მათ გამოაშკარავებას".
ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა საარჩევნო უბნებზე აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სათანადო პირობების არარსებობაზე გააკეთა.
"არჩევნების პროცესს 07:30-დან მოყოლებული ვაკვირდებით. ჩვენ წავედით და ვნახეთ, როგორ გაიხსნა საარჩევნო ოლქები, როგორ დაილუქა საარჩევნო ურნები. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები მუშაობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამომრჩევლები მოდიან. რა თქმა უნდა, გარვეული რაღაცები შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ხმის მიცემა გამარტივებოდათ. ჩვენ ვიყავით დრამის თეატრში, სადაც კიბე იყო ძალიან ვიწრო, რაც არამგონია, რომ ხმის მიცემის ყველა მსურველისთვის იქნებოდა გამოსაყენებლად მარტივი. მე ამიხსნეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები წინასწარ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. ასე რომ, პროცესის გაუმჯობესება შესაძლებელია. მაგრამ იქამდე, სანამ საბოლოო შედეგებზე საუბარს შევძლებდე, 7-8 საათმა უნდა განვლოს".
კალიურანდმა მიხეილ სააკაშვილზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები