რა პასუხი აქვს ქართულ ოცნებას დარღვევებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე
ფოტო: მარიამ ქავთარაძე/On.ge
ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანი შალვა პაპუაშვილი საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების ცნობებზე ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ინციდენტები წარმოადგინა. პაპუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძის ბრალდებას ბრიფინგზე უპასუხა.
"ხატია დეკანოიძეს ჰქონდა პრესკონფერენცია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ მან არცერთი ფაქტი არ დააფიქსირა, ერთადერთი ფაქტი რაც იყო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმყოფა ქუთაისში და მან ამას უწოდა ადმნისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას შევახსენებ, რომ მინისტრის მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირია და რა თქმა უნდა, მას აქვს სრული შესაძლებლობა ჩაერთოს პარტიულ საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ეს არის მათი სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილი", — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე მტკიცებით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონზე ევროპული საქართველოს კანდიდატის მხრიდან, ასევე, ყალბი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ 24-ე უბანზე სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს საკითხიც გადაამოწმეს. ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანი ამბობს, რომ საქმე ეხება სუს-ის საზოგადოებრივი მართვის სამსახურის თანამშრომელს, რომელმაც იმ უბანზე ცოლი მიიყვანა. პაპუაშვილის თქმით, მას მანქანაში ბავშვიც ჰყავდა, ვინაიდან ცოლი ცამავე უბანზე ცხოვრობს.
"შემდეგი შეეხება ლელოს კანდიდატ თამარ ყორღანაშვილს, რომელიც ავრცელებს ვიდეოს, რომელიც შემდეგ TV პირველზეც გავრცელდა, თითქოს საგარეჯოს მე-8 უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას. სინამდვილეში, იქ დაფიქსირებული ადამიანები მეუღლეები არიან და ქმარი ცოლს პროდუქტების საყიდლად თანხას აძლევდა.
დაბოლოს დმანისთან დაკავშირებით, TV პირველის ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობს, რომ სუს-ის მობილიზება ხდება დმანისში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", — აცხადებს პაპუაშვილი.
მან, აგრეთვე, თქვა, რომ უბნებთან სულ 9 ინციდენტი დააფიქსირეს, რაც ამოწურულია. მისივე თქმით, არცერთი ინციდენტი არ იყო, სადაც იყო ძალადობა.
"ყველა ინციდენტი მიმდინარეობდა სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე. ამასთან ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება მობილიზება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ხედავენ ისინი რომ აგებენ არჩევნებს. რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჭანკვეტაძე და როგორც ჩანს იქ არის რისკი, რომ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. ასევე, დმანისში, როგორც მივიღეთ ინფორმაცია ოქრიაშვილი მიემგზავრება ტელევიზიებთან ერთად და აქაც არის რისკი რომ იყოს პროვოკაცია", — ამბობს პაპუაშვილი.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები