თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი მატების და გარკვეული შეზღუდვების შემოღების მიუხედავად, აგვისტოში ეკონომიკის ზრდა კვლავ მაღალი — 10,3% იყო. აქტივობამ 2019 წლის დონესაც 4,5%-ით გადააჭარბა. უკვე მესამე თვეა, რაც წლიურ ჭრილში ფისკალურ კომპონენტს ზრდაზე უარყოფითი გავლენა აქვს, თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა იმაზე დიდია, ვიდრე ფისკალური ეფექტის სრული კომპენსაციისთვისაა საჭირო.
ექსპორტის ზრდა შენელდა. ამასთან, გზავნილები, დაკრედიტება და იმპორტი გაძლიერდა, რაც შიდა მოთხოვნის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს. სექტორების მხრივ, წინა თვის მსგავსად, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და მშენებლობის გარდა, ყველა სხვა ინდუსტრიაში გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა. 2021 სრული წლის პროგნოზის მხრივ, აგვისტოს ზრდა მცირედით მეტი იყო, ვიდრე ეს თიბისი კაპიტალის 10,5%-იანი სცენარითაა გათვალისწინებული.
ადგილობრივი და უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება აგვისტოში კიდევ გაიზარდა და მორიგი რეკორდულად მაღალი — 9,5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე მომდევნო წელს აშშ დოლარის განაკვეთის მატებაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, აშშ დოლარის ადგილობრივი განაკვეთები არსებულ დაბალ დონეზე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, შემდგომი კლებაც კი არაა გამორიცხული. ამის მიზეზებია: საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის კვლავ ჭარბი ლიკვიდობა; გრძელვადიან პერიოდში ვალუტაში განაკვეთების სტრუქტურული კლება, რასაც სუსტი კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დინამიკასთან და ასევე, ლარიზაციის მოსალოდნელი ზრდა.
ოთხშაბათს, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. მართალია დაკრედიტების ზრდა მაღალია, თუმცა ასევე გათვალისწინებული იქნა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და მაღალი ინფლაცია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო წლებში სესხების ზრდა მისი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ტენდენციასთან ახლოს იქნება, რაც მშპ-ის ნომინალურ მატებაზე რამდენიმე პროცენტული პუნქტით მეტია. ეს მოლოდინი ითვალისწინებს ეკონომიკის რეალური ზრდის დაახლოებით — 5,5%-მდე და ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ნორმალიზებას.
ხუთშაბათს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც, როგორც ჩანს, არჩევნების შემგომ გაუფასურების მოლოდინებისა და გამყარებულ დოლართან დაკავშირებული სენტიმენტების შედეგია. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი დადებითია და ლარიდან ვალუტაში კონვერტაციებიდან გამომდინარე ლარის კურსზე ზეწოლა დიდწილად მატერიალიზირებულია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 4 ოქტომბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები