სათაურად დავარქმევდი "მიშა მაგარია" — ფოფხაძე ღარიბაშვილის წერილზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
პოლიტიკოსისა და ქართული ოცნების ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სათაურად დაარქმევდა "მიშა მაგარიას". ამის შესახებ მან კომენტარი ტელეკომპანია ფორმულასთან გააკეთა.
"ტექსტი არათუ არ პასუხობს თავის მიზანს, არამედ, პირიქით, არის მტკიცებულება ამ მიზნის წინააღმდეგ [...] მე აღვიქვი, რომ ძალიან მაგარი პიროვნებაა მიშა სააკაშვილი, ესე იგი, წერილს სათაურად დავარქმევდი "მიშა მაგარია" [...] როცა კაცი ციხიდან 30%-ს დაგიდებს, ესეც უკაცრავად, ამ ანალოგიაზე, შენ უნდა ხვდებოდე, რომ ძალიან უსუსური ხელისფულება ხარ. ქართული ხელისუფლების ვექტორი არის რუსთავი საპყრობილეში და არა კანცელარიაში", — აცხადებს ის.
6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები მოჰყავს. ის დამამცირებელ კონტექსტში საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა". უცნობია, რას ეყრდნობა ღარიბაშვილი, თუმცა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ირონიულად საუბარი აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციულია. პრემიერმინისტრის მსგავსად, ამ საკითხზე დამცინავ კომენტარებს აკეთებენ ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც.
ღარიბაშვილის ამ წერილს კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრემიერმინისტრის ამ განცხადებას ფსკერი უწოდა და დაამატა, რომ ამ გზით ღარიბაშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ პრემიერის წერილს კოტე ყუბანეიშვილის ლექსით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შიში ალაპარაკებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ასეთი სიმდაბლის პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ". ლელოს ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე ღარიბაშვილის მხრიდან პატიმრის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცინიკურ საუბარს ამორალურ საქციელს უწოდებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კი აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მხნედაა და ქართული საზოგადოება "ღარიბაშვილის ენაჭარტალა მონაჭორს" არ უნდა აჰყვეს. მან პრემიერს "ჩელენჯი" შესთავაზა — განუცხადა, რომ მზადაა, სააკაშვილმა ნარკოტესტი ჩააბაროს და თავადაც იმავენაირად უნდა მოიქცეს.
გაიგეთ მეტი:
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები