აჯიკა, ტყემალი, წიწაკა — სად იპოვეს აკრძალული საღებავი და როგორ დავიცვათ თავი
წითელი წიწაკა, აჯიკა, ტომატპასტა — ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროდუქტებისა, სადაც ბოლო წლებში momxmarebeli.ge-მ სიცოცხლისთვის საზიანო, აკრძალული საღებავი აღმოაჩინა. წელს სურსათის გამოკვლევები ხალხის დაფინანსებით ხორციელდება — გაიგეთ, როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი.
ფოტო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
2019-2020 წლებში momxmarebeli.ge-მ, მოგვიანებით კი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ დახლებზე 30+ საკვებ პროდუქტში აღმოაჩინა "სუდანი" — აკრძალული ინდუსტრიული საღებავი, რომელსაც საკვებისთვის წითელი შეფერილობის მისაცემად იყენებენ და რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას იწვევს.
momxmarebeli.ge აქამდე ლაბორატორიულ კვლევებს უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ახორციელებდა. კვლევის შედეგებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის წყალობით, ასეთი სურსათის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტოც ამკაცრებდა.
მაგრამ სურსათის უვნებლობას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. სამწუხაროდ, წელს სურსათის ეროვნული სააგენტო "სუდანის" შემცველობაზე მხოლოდ ოცდაათიოდე ნიმუშს იკვლევს, რაც საკმარისი არ არის.
სურსათის სისტემატიური ლაბორატორიული კვლევა დიდ რესურსს მოითხოვს. ამიტომ, სამომხმარებლო პროდუქციის უვნებლობის მონიტორინგს ხშირად მთავრობის პარალელურად სამოქალაქო ინიციატივებიც ახორციელებენ, მათ შორის განვითარებულ ქვეყანებშიც, სადაც უსაფრთხოების მონიტორინგის სტანდარტი საკმაოდ მაღალია.
საქართველოში სწორედ ასეთი კამპანია წამოიწყო momxmarebeli.ge-მ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დააფინანსოს "სუდანით" დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი სურსათის (წითელი ტყემალი, აჯიკა, პომიდვრის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი) ლაბორატორიული კვლევები.
momxmarebeli.ge-ს საიტსა და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება დეტალური ანგარიშგება და შედეგები. რაც მთავარია, კვლევების საფუძველზე შევძლებთ, მოვითხოვოთ სათანადო ზომების მიღება შესაბამისი მეწარმეებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ?
დააფინანსეთ ლაბორატორიული გამოკვლევები;
შემოწირულობის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე: https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor
ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით:
თი-ბი-სი ბანკი: GE53TB7606836020100005
საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: შემოწირულობა პროდუქციის კვლევისათვის.
გააზიარეთ კამპანია და მოუწოდეთ მეგობრებს, დააფინანსონ კვლევები;
გამოჰყევით momxmarebeli.ge-ს, დაესწარით ღია შეხვედრებს, დასვით კითხვები და დაეხმარეთ პროექტს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები