საპატრიარქოში ე.წ. კრებსებზე იმსჯელეს — რა გადაწყვიტეს
ფოტო: საპატრიარქო
ჩანაწერების გავრცელებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, საპატრიარქომ გვაცნობა, რომ რამდენიმე მღვლდემთავარი პატრიარქს შეხვდა და ე.წ. კრებსებზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრადიციულად აღნიშნულია, რომ "კრებსები" ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა და ნაცვლად სავარაუდო უკანონო მოსმენებზე პასუხისმგებელი უწყებისა, ისინი ხელს ისევ მედიისკენ იშვერენ. საპატრიარქოში არ საუბრობენ არც იმ სავარაუდო დანაშაულებებზე, რომელთა შესახებ კრებსებში ვკითხულობთ და მხოლოდ "ზნეობრივ გადაცდომას" ახსენებენ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გავრცელებული ფაილები საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვას და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. რაც შეეხება არგუმენტს, რომ არაერთმა ადამიანმა ფაილების ნაწილის ნამდვილობა დაადასტურა, საპატრიარქოში იმით ეხმაურებიან, რომ "ე.წ. კრებსები შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, თუმცა მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია".
მაშინ, როცა სავარაუდო დანაშაულებზე დუმილს ირჩევენ, ხაზს უსვამენ იმას, რომ ჩანაწერების ნაწილი ემთხვევა მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი თეოლოგებისა და სასულიერო პირების განცხადებებს, რაც, მათი აზრით, "უკანასკნელ წლებში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა". მათივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ამ ჯგუფის წარმომადგენლები "ბოროტად სარგებლობდნენ მაღალი იერარქიის სახელით".
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზემოთაღნიშნული ჯგუფი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებთან შეთანხმებულად მოქმედებს.
"ტელევიზიები ამ ჯგუფის დახმარებით საეკლესიო საკითხების შესახებ ცილისმწამებლური შინაარსის სიუჟეტებს ამზადებდნენ და, ფაქტობრივად, მათი გეგმის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი. სწორედ მათი ეთერით გახმოვანდა საპატრიარქოს შტურმისა და სინოდის წევრების დაპატიმრების გეგმის შესახებ. ამ ტელევიზიებს ყოველ შაბათსა და კვირას თავიანთ გადაცემებში იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამისთვის კი საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითაც ცდილობდნენ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად", — ამბობენ ისინი.
რაც შეეხება ფაილების შინაარსს, ისინი აცხადებენ, რომ იმ "საეჭვო" ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების "ზნეობრივ გადაცდომებზეა" საუბარი ყველა საშუალებით გადაამოწმებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ რას უწოდებენ "გადაცდომებს", როცა ფაილებში პედოფილიაზე, სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე, იძულებაზე, რუსეთთან კავშირებზეა საუბარი.
განცხადების დასასრულს საპატრიარქო უკანონო მოსმენების მიუღებლობაზეც მიანიშნებს და ამბობს, რომ ისინი აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ჯერჯერობით მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაიკითხნენ.
საგულისხმოა, რომ მაშინ, როდესაც ეკლესიის საარჩევნო პროცესში ჩართვის მცდელობას საპატრიარქო "კრებსებს" აბრალებს, მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რიტორიკას და პათოსს დააკვირდებიან და შესაძლოა, მერე მრევლს უთხრან, "რა გააკეთოს არჩევნებზე".
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. ოფიციალურად მათი ავთენდურობა დადასტურებული არ არის, თუმცა არაერთმა ადამიანმა ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი, რომლებშიც ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების (და არამარტო) კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს, კითხულობენ მესიჯებს და აგროვებენ "კომპრომატებს" პირადი ცხოვრების შესახებაც.
ყველა ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებსაც კონკრეტულ ადამიანებთან აქვთ "ინტიმური კავშირი". მითითებულია ამ მოქალაქეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე, ფაილს დართული აქვს ფოტოები. სწორედ ამ მასალებში არის დასახელებული რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებსაც პედოფილიაში ედებათ ბრალი. მასალებში გვხვდება ინფორმაცია სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და იძულების ფაქტების შესახებაც.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები