შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება — სენატორი კარდინი საქართველოზე
ფოტო: Patrick Semansky/AP
შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი საქართველოს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას ულოცავს, თუმცა აცხადებს, რომ "შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება". ამერიკის ხმასთან სენატორი იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ამერიკის საელჩომ და ეუთომ გამოთქვეს და აღნიშნავს, რომ აშფოთებს ცნობები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის მოსმენის შესახებ.
"ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით.
თუმცა, მე ვიზიარებ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადი არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო. უფრო შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება, როცა პოლარიზაცია და პერსონიფიცირერბული პოლიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, საზოგადო ნდობას ძირს უთხრის და ასევე, ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არაკანონიერ მიყურადებას ახორციელებენ თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მათ შორის უახლოეს პარტნიორებზე", — ნათქვამია განცხადებაში.
სენატორი აცხადებს, რომ ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობის მთავარი საყრდენი საერთო ღირებულებები და დემოკრატიული პროგრესია. მისი თქმით, თანამშრომლობას ელის, რათა განახლდეს სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
"შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებას, და საქართველოს მიღწევები მის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და გლობალური პოზიციების კუთხით, დემოკრატიული პროგრესის შედეგია. მე მოველი ჩვენ ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობას, რათა ორმხრივი პარტნიორობა გავაცოცხლოთ და განვაახლოთ იმპულსი დემოკრატიზაციისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით", — ამბობს კარდინი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები