ადვოკატები: საქმის მასალების მიხედვით, ვიდეოს შემდეგ გაიგეს, რომ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, ხელისუფლება ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის შემოსვლაზე წინასწარ იცოდნენ. მათი თქმით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საგამოძიებო უწყებებმა ამის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როცა ვიდეოები გავრცელდა, რადგან სწორედ იმ დღეს, პირველ ოქტომბერს, სამ საათზე დაიწყეს გამოძიება ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ.
"ის, რომ ღარიბაშვილი იტყუებოდა და მთელი ქართული ოცნება იტყუებოდა, რომ ჩვენ რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით და მიხეილ სააკაშვილი როდის შემოვიდა საქართველოში, ესეც ვიცოდით და ა.შ. ესაა ბლეფი და ეს საქმის მასალებითაც დასტურდება, ცომაიას საქმის მასალებით.
პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე დააკავეს, იყო ბატონი ცომაია, ხომ ასეა? ბატონი ცომაიას საქმეზე გამოძიება ცრუობდა, რო ის იყო... პირველ ოქტომბერს დაიწყო და იცით, რომელ საათზე? სამ საათზე, შუადღის სამ საათზე, ანუ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ვიდეოები გავრცელდა, ამის შემდეგ აქვთ გამოძიება დაწყებული. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ იცოდნენ, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს შემდეგ გაიგეს, რო საქართველოში იმყოფებოდა", — განაცხადა ბექა ბასილაიამ პალიტრანიუსის ეთერში.
ბასილაია ამბობს, რომ ცომაიას წინააღმდეგ საქმე არა დანაშაულის დაფარვით ან საზღვრის უკანონო კვეთით, არამედ იარაღის ფლობაზე დაიწყო, რომ მისი შეჩერების, სახლში შესვლის და ჩხრეკის ფორმალური საფუძველი ჰქონოდათ. მისი თქმით, საქმეში დევს პოლიციელების ჩვენებები იმაზე, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ცომაიას იარაღი ჰქონდა. მისივე თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ცომაიას იარაღი არ ჰქონია.
"საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი ვინც იყო, შემდეგში ჩვენ ვინც შეგვატყობინა სააკაშვილის დაკავების შესახებ, მან იცით რა გვითხრა? ელგუჯა ცომაიას სახლში შევედით ჩხრეკით იარაღს ველოდებოდით იქ და აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი. ოპერატიულ პატაკში რაც აქვთ მითითებული, არის, რომ ელგუჯა ცომაია ხომ არ ფლობს იარაღსო და სახლში ჩხრეკის წარმოების გადაწყვეტილება მიიღეს და ის გაჩხრიკეს პირადად. რა წინასწარ იცოდნენ, ეს არის სრული ტყუილი", — აცხადებს ის.
ბასილაია სვამს კითხვას, თუ მმართველმა გუნდმა მართლა წინასწარ იცოდა, გამოძიება მანამდე რატომ არ დაიწყეს და სააკაშვილი ფოთში რატომ არ დააკავეს, როცა ხალხმრავალ გარემოში არ იმყოფებოდა.
"წოწორიების საქმეში რა ჩანს, რომ პროკურატურის ვერსიაა, ფოთის გეზიდან (გაფორმების ეკონომიკური ზონიდან) აბაშაში ჩაიყვანეს წოწორიებმა მიხეილ სააკაშვილი და ეს ხდება რამდენიმე დღით ადრე, არა პირველ ოქტომბერს. თუ ეს იცოდნენ, პირველ ოქტომბერს გეზში რატომ არ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, თუ რამე იცოდნენ? იქ რაღაც მიტინგი კი არ იყო ან რამე კი არ ხდებოდა?! ოცდარვაშივე რატომ არ დაიწყეს მაშინ გამოძიება, თუ ისინი გულწრფელები არიან?" — ამბობს ბასილაია.
ის არ აზუსტებს თარიღს, როდის შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში და ამბობს, რომ ეს დაკავებამდე რამდენიმე, "დაახლოებით 4 დღით ადრე" მოხდა.
ამ თემაზე იმავე ეთერში ისაუბრა სააკაშვილის მეორე ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. ის ამბობს, რომ თუ სამთავრობო გუნდის არგუმენტი, თითქოს სააკაშვილის დაკავებისას დაპირისპირების არიდება სურდათ და ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ, სიმართლეა, მაშინ რატომ არ დააკავეს მანამდე, როცა ამის შანსი ჰქონდათ — ფოთში, ბათუმში, აბაშაში.
"ძალიან მარტივი შეკითხვა არსებობს: თუ მათი მიზანი ეს იყო, რომ ელოდებოდნენ მსხვერპლი არ ყოფილიყო, ან უსაფრთხოდ ჩატარებულიყო ოპერაცია ახლა, ცომაიასთან ერთად მანამდე ვერ დაიჭერდნენ [სააკაშვილს]? ან ვინმე შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდა? რამე ამოიღეს საერთოდ? ან წოწორიები რომ დაიჭირეს, ან ცომაია რომ დაიჭირეს, არალეგალური იარაღი ამოიღეს თუ ტანკით გადაადგილდებოდნენ, ხომ? ეს არის სისულელე რეალურად.
თუ მათთვის ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ფაქტი და აკონტროლებდნენ ოპერატიული თვალსაზრისით, ფოთშივე შეიძლებოდა მისი დაკავება, მერე შეიძლებოდა ბათუმში რომ ჩავიდა და ბულვარში მარტო ვიდეოს იღებდა. იქ რას იზამდა ღამის 4 საათზე მიხეილ სააკაშვილი, ძალიან საინტერესოა, ხომ? ან მერე აბაშაში რომ წავიდა, იქ რას იზამდა, ან ქუთაისში, ან მერე თბილისში რომ ჩამოვიდა, ხო? ეს არის ტყუილი რეალურად", — თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ტყუილის თქმით შეეცადა საკუთარი სისუსტის დაფარვას და ეს კარგად გამოჩნდა ბრიფინგებზე.
"სინამდვილეში ჩვენ გვახსოვს კარგად, რა სახეებით ატარებდნენ ისინი ბრიფინგებს. ეს ბრიფინგები, მე მგონი, ყველაზე კარგი ტესტია, გამორიცხულია, რო მოტყუება შეძლონ ისე, რომ არ შემჩნეოდათ სახეზე, ხო, რომ გვიმტკიცებდნენ, რომ რაღაცა ტრუსკავეცში, რიქსოსში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი", — განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.
პროკურატურის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი. ექსპრეზიდენტი კი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები