ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / Elene Khoshtaria Facebook
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანა წითლიძემ On.ge-სთან განაცხადა, ხმაური ხმების უკანონო გადათვლამ გამოიწვია.
"ხმაური გამოიწვია იმან, რომ მე-11 მაჟორიტარული ოლქი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ქართულმა ოცნებამ მოითხოვა გახსნა, გადათვლა და საოლქო საარჩევნო კომისიამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისცა თანხმობა ამ ოლქის გადათვლაზე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გუშინ რომ გადათვალეს ეს ოლქი, დალუქული ბიულეტინები რომელიც უნდა ყოფილიყო, იყო ჩვეულებრივად გახსნილი და მასში ჩამატებული იყო ქართული ოცნების სასარგებლოდ ბიულეტინები, ბათილ ბიულეტინებში", — აცხადებს წითლიძე.
მისი თქმით, აღნიშნულ ოლქში დალუქული ოთახი გახსნილი იყო და მათი მისვლისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები ბიულეტინებში იქექებოდნენ.
"დალუქული ოთახი, სადაც ეს ბიულეტინები იყო, საარჩევნო ბიულეტინები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში უნდა იყოს, კარი დალუქული უნდა იყოს და არავის არ უნდა შეეძლოს მანდ შესვლა, სანამ შემაჯამებელი არ იქნება, მივედით და იყო გახსნილი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები კი უბრალოდ, ამ ბიულეტინებში იქექებოდნენ და ვერ ვხვდებოდით რას შვრებოდნენ. რომ ვკითხეთ, თუ რას აკეთებდნენ, გვითხრეს, რომ თბილისმა რაღაც დაავალა და ეძებდნენ", — ამბობს დეპუტატი.
ადგილზე მყოფ ოპოზიციონერებს კომისიის თავმჯდომარესთან სურდათ შეხვედრა, თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან წითლიძის თქმით, ის ოთახში ჩაიკეტა და მათ კითხვებს არ უპასუხა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულით პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი დამარცხებულად გამოაცხადეს.
"პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი გუშინ ღამით ქურდულად საარჩევნო ზონდერებმა ხელოვნურად პროცესი დაძრეს ხმის გადათვლისა, გადაითვალეს თითქოს ხმები და პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულ დეპუტატად. წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს. უბანზე, სადაც მანუჩარ ფიფიამ გამარჯვება მოიპოვა მის ოლქში, ისე დაიწყო და დასრულდა არჩევნები, ქართული ოცნების დამკვირვებლებმა და ისინი უმრავლესობით არიან იქ წარმოდგენილი, ჩვიდმეტნი იყვნენ თავის კომისიის წევრებიანად, დამკვირვებლებიანად და წარმმადგენლებიანად. 1 საჩივარი არ დაუწერიათ 2 ოქტომბერს", — აცხადებს მელია.
მანვე ხვალ, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში აქცია დააანონსა აღნიშნულის გასაპროტესტებლად.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით ამბობენ, რომ კომისიამ საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები კანონის სრული დაცვით განიხილა.
"ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებას შეეხებოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე თითქოს შედეგები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადაკეთდა", — ამბობენ ცესკოში.
მათივე თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტები და ბათილი ბიულეტინები გამჭვირვალედ დათვალეს.
"რეალურად პროცესი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, — დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო", — აცხადებენ ისინი.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები