რუსული დივერსია ბალტიისპირეთში და მის მიღმა
ფოტო: ამერიკის ხმა
ესტონეთი, ლატვია და ლიტვა საბჭოთა ოკუპაციისგან 25 წლის წინ გათავისუფლდნენ, რის შემდეგაც ბალტიის ქვეყნები ეკონომიკის მოდერნიზაციას და ევროპასთან ინტეგრაციას გზას შეუდგნენ. საბოლოოდ, 2004 წელს, ბალტიის სამი ქვეყანა ევროკავშირს და ნატოს შეუერთდა, რითაც ისინი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან პირველები გახდნენ, რომლებიც დასავლურ გაერთიანებაში მიიღეს. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.
უკანასკნელი წლების მანძილზე დაპირისპირება პოსტ-საბჭოთა რეგიონში უფრო და უფრო მწვავდება. ბალტიისპირეთი რუსეთსა და დასავლეთს შორის მთავარი წითელი ხაზია. ისტორიის მანძილზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია არ უცვნია. ვაშინგტონმა სამ ქვეყანასთან ურთიერთობები 1991 წლის შემდეგ აღადგინა.
ოთხშაბათს, 22 მარტს, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამოცემა „ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუკასი და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი ჩვენებით წარსდგნენ. ისინი იმ საფრთხეზე საუბრობდნენ, რასაც მოსკოვი დღეს ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპისთვის წარმოადგენს და მოუწოდებდნენ ამერიკელ კანონმდებლებს უფრო მეტი სიხისტე გამოიჩინონ კრემლის მიმართ.
პუტინი, ბალტიის ქვეყნებისთვის და დასავლეთისთვის უფრო დიდ საფრთხეა არა მხოლოდ განცხადებული მიზნების გამო, რაც კრემლს აქვს, არამედ რუსეთის მიერ ადაპტირებული სტრატეგიის გამოც.
„შანსი იმისა, რომ მოსკოვი ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს გაგზავნის ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, ნაკლებია. ეს ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ან რომ ამ ქვეყნების პანიკა უადგილოა. თუმცა პუტინი, ბალტიის ქვეყნებისთვის და დასავლეთისთვის უფრო დიდ საფრთხეა არა მხოლოდ განცხადებული მიზნების გამო, რაც კრემლს აქვს, არამედ რუსეთის მიერ ადაპტირებული სტრატეგიის გამოც... რუსეთს სურს საერთაშორისო სისტემის პრინციპებს გამოუთხაროს ძირი... მოსკოვი იყენებს, დივერსიულ ტაქტიკას, მათ შორის პროპაგანდას, მოქრთამვას, კორუფციას და მათთვის მხარდაჭერას, ვინც ქაოსის შექმნას ცდილობს“, - განაცხადა გობლმა.
ვლადიმირ პუტინს არ სჭირდება დასავლეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო აგრესია: ამის ნაცვლად, რუსეთი ამერიკის და ევროპის არჩევნებში ჩარევით, დეზინფორმაციით, მოკავშირე პარტიების დაფინანსებით, შეფარული და პროვოკაციული არაპირდაპირი სამხედრო მოქმედებებით თუ ჰიბრიდული ომით ახერხებს დასავლეთის შიგნით უთანხმოების გაღვივებას და ინსტიტუტების სტაბილურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
2012 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ნატოს საერთო თავდაცვის ფარგლებში ევროპაში განლაგება საგრძნობლად შემცირდა და დღეს, დაახლოებით 60,000 სამხედროს წარმოადგენს, რაც 1990-იან წლებთან შედარებით, როდესაც აშშ-ს 200,000-ზე მეტი სამხედრო ყავდა ევროპაში, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გობლის თქმით, რუსეთმა იცის, რომ თუ ის ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოახდენს პირდაპირ სამხედრო აგრესიას, ამაზე ამერიკის პასუხს მიიღებს, ამიტომ ის შეფარულ ტაქტიკას იყენებს ალიანსის წევრებს შორის დაპირისპირების შესაქმნელად.
„დასავლეთმა შესაბამისად არ უპასუხა რუსულ აგრესიას საქართველოში 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო პირდაპირი შედეგი ვლადიმირ პუტინის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთი წლით ადრე გაცხადებული პოლიტიკისა. ამასთანავე, დასავლეთმა ჯერ ვერ იპოვა გზა, რომლითაც ის შეძლებს პუტინის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანშლუსით დაიწყო და რომელიც გრძელდება დღემდე, არა მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში, არამედ მთლიანად უკრაინაში“, - ამბობს გობლი.
2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა ცივი ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი და სისტემა გააკრიტიკა, სადაც წამყვანი როლი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა ბრალი დასდო ვაშინგტონსა და ნატოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გაფართოებაში. ათი წლის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „პოსტ-დასავლეთის“ საერთაშორისო წესრიგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, უფრო „სამართლიანი“ იქნება.
კონგრესის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ედვარდ ლუკასმა, რომელიც რუსეთის შესახებ ბევრი პუბლიკაციის და წიგნის ავტორია, აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლეთის ერთიანი პოზიციის არსებობა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო პრინციპების დაცვა ბრიუსელის და ვაშინგტონის ინტერესშია. მისი თქმით, „ბალტიის ქვეყნები უმთავრესია ევროპული უსაფრთხოების დასაცავად. თუ ბალტიისპირეთი რუსეთის წნეხის ქვეშ მოექცევა სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, მაშინ ღირებულებებზე და პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემას, რომელსაც ამერიკამ ჩაუყარა საფუძველი და რომელიც ექვსი დეკადის მანძილზე ევროპას იცავს, ბოლო მოეღება.“
სამხედრო ავანტიურა რუსეთისთვის, რეგიონიდან სხვა საერთაშორისო მოთამაშეებისთვის კარის ჩაკეტვასთან ერთად, ადგილობრივი მხარდაჭერის გაზრდისა საშუალებაცაა.
„რუსეთი იმ შემთხვევებში, სადაც საჭიროა, პირდაპირ სამხედრო ძალას იყენებს და უზარმაზარი სამხედრო წვრთნებით იმუქრება, რომ საგარეო ჩარევას ხელი შეუშალოს, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინაში... საგარეო პოლიტიკური თავგადასავლები, იქნება ეს საქართველოში, უკრაინასა თუ სირიაში, რუსეთის შიგნით, კარგად მუშაობს. ეს ყველაფერი, პუტინს საშუალებას აძლევს ყურადღება გადაიტანოს მისი რეჟიმის წარუმატებლობიდან“, - აღნიშნა ლუკასმა.
ედვარდ ლუკასმა კონგრესმენის კითხვაზე, თუ რატომ არ გვინახავს 2007 წელს ესტონეთზე კიბერ-შეტევის მიღმა რუსეთის სამხედრო აგრესია ბალტიისპირეთში უპასუხა, რომ ეს ხაზს უსვამს „ნატოს სიცოცხლისუნარიანობას. რადგან ეს ქვეყნები ნატოს წევრი არიან და ჩვენ [დასავლეთმა] გავავლეთ მკვეთრი წითელი ხაზი ბალტიისპირეთზე.“
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები