კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, სავარაუდოდ, სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ
ფოტო: ირინე წუწუნავა
მას შემდეგ, რაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, გავრცელდა არაერთი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნგრევა მშენებლობამ გამოიწვია. მერიაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ამ კორპუსზე მსგავსი ნებართვა არ გაცემულა, პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ბინის ერთ-ერთ მფლობელს, სავარაუდოდ, სარდაფისა და ბინის გაერთიანება სურდა.
4 ოქტომბერს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება 8 ოქტომბერს, 18:33 საათზე, ანუ მას შემდეგ შეაჩერა, როცა კორპუსი უკვე ჩამონგრეული იყო. უწყებამ ბუდატოვს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინისა და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი მოსთხოვა.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრი მიუთითებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონზე და ამობს, რომ ამხანაგობის წევრების საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამ ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც ჩანს, ბუდატოვს ყველას თანხმობა არ ჰქონდა.
ბუდატოვს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებულია ისიც, რომ ამ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდება და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.
როგორც საჯარო დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, ბუდატოვი (ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ბუდაგოვი) ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე 73,03 კვ.მ და 36,18 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობდა. მისსავე მფლობელობაში არსებული სარდაფის ფართობი კი 5,78 კვ.მ იყო.
სავარაუდოა, რომ ბუდატოვს სარემონტო სამუშაოები დაწყებული ჰქონდა. ნგრევის თვითმხილველი ამბობს, რომ კორპუსის ჩამოშლამდე დაინახა ადამიანები, რომლებსაც შენობაში სამშენებლო იარაღები შეჰქონდათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაურ ბუდატოვი გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.
რეესტრის ამონაწერზე თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმელებმა გაავრცელა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა და ამას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, "სახლი ზანზარებდა". გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს.
ბათუმის მერის მოადგილემ დღეს თქვა, რომ ჩამონგრეული კორპუსში მშენებლობაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში, მერიას ნებართვა არ გაუცია. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ნგრევის მიზეზები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
"ერთი რამ შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ უკანასკნელი 10 წლის და მეტი ხნის განმავლობაში, არც მიშენებაზე, არც დაშენებაზე მერიისთვის არც არავის მოუმართავს და არც მერიას გაუცია ნებართვა", — ამბობს ლელა სურმანიძე.
სამშენებლო სამუშაოებს ასახელებს სავარაუდო მიზეზად შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. მისი თქმით, შესაძლოა, ნგრევა ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დასძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს, გამთენიისას განაცხადა, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. შსს-ს ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულია მის მიერ დაქირავებული ორი ადამიანი.
განახლება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით ნებართვა მას არ გაუცია და ის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო არ არის. უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული წარმოება კი, მიმდინარე განაცხადზე, მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარიმართა.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები თითქმის 18 საათია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას.
ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია. გარდა ამისა, ნაპოვნია ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ამასთან, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები