სამშენებლო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების წინაპირობა უნდა გახდეს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედია სამშენებლო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების წინაპირობა უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტის სათანადო გამოძიებასა და შესწავლას მოითხოვს.
"არსებითად მნიშვნელოვანია ეს ტრაგიკული ფაქტი სამშენებლო რეგულაციებისა და ზედამხედველობის, ასევე, საბინაო პოლიტიკის ფართე კონტექსტში იყოს დანახული და ჯეროვანი პოლიტიკური განხილვებისა და გრძელვადიანი ინსტიტუციური ცვლილებების საფუძველი გახდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მხარდაჭერა და დარღვეული უფლების, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის აღდგენისთვის საჭირო სამართლიანი და ღირსეული გზების ძიება. მათივე თქმით, მით უფრო, რომ ამ საქმეში კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სამშენებლო უსაფრთხოებისთვის საჭირო პოზიტიური ვალდებულებების შესრულების საკითხი.
"ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევა სავარაუდოა, რომ სუსტ სამშენებლო რეგულირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას უკავშირდება. სისტემური პრობლემაა სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება", — აცხადებს ორგანიზაცია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მათი დაკვირვებითა და გამოცდილებით, არაერთ შემთხვევაში, იკვეთება სამშენებლო ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება დეველოპერებისადმი და არათანმიმდევრული მიდგომა სამშენებლო პირობების მოთხოვნებთან და მათ შესრულებასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, მასობრივი სახე აქვს მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ნებართვები არასათანადო საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე გაიცემა. მათ შორის ყველაზე მწვავეა გეოლოგიური დასკვნების ხარისხის არასათანადოობა და სიზუტეც
"გვსურს, ასევე, ხაზი გავუსვათ, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები სუსტი და არაქმედითია როგორც მუნიციპალურ, ისე ეროვნულ დონეებზე. რიგ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურები კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ, იყენებენ შემოწმების არასათანადო სტანდარტს და იშვიათად რეაგირებენ დარღვევებზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია ცალკე აღნიშნავს იმასაც, რომ მოქმედი კანონმდებლობა სამშენებლო მასალების და მშენებლობის ხარისხისა და მდგრადობის კონტროლის მექანიზმებს არ იცნობს, რაც შესაძლოა მომავალში არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს.
"დღეს სახელმწიფოში სამშენებლო მარეგულირებელი ფუნქციების დასუსტება და გაქრობა ბათუმის მსგავსი საყოველთაო ტრაგედიებისგან დაზღვევის მცირე შესაძლებლობებს ტოვებს. დერეგულაცისთან ერთად აღმოცენებული კორუფცია და სახელმწიფო უწყებების სისუსტე რომ არცერთ ეკონომიკურ კლასსა, თუ არანაირი სიმსხვილის პროექტს არ იცავს, დაადასტურა ბათუმში 2018 წელს მომხდარმა ტრაგედიამაც. საზოგადოებას ახსოვს მსხვილი დეველოპერული პროექტისათვის საშეღავათო პირობებით ნაგები სასტუმრო ლეო გრანდი, რომელშიც გაჩენილმა ხანძარმა 12 ადამიანის დაღუპვა გამოიწვა 2018 წელს", — ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, მთლიანად ქალაქ ბათუმს და დაზარალებული ოჯახებისთვის სამართლებრივი მხარდაჭერის გასაწევად მზადყოფნას გამოთქვამს.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნანგრევებიდან ყველა ადამიანი ამოიყვანეს და შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები ჩერდება.
მინისტრის ინფორმაციით, მომხდარს 2 ადამიანი გადაურჩა, გარდაიცვალა 3 არასრულწლოვანი, ერთია 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის. დანარჩენი გარდაცვლილები კი სრულწლოვანები არიან.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი. ერთ-ერთი 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია.
ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები