ავღანეთში მეჩეთზე თავდასხმას, სულ მცირე, 72 ადამიანი ემსხვერპლა, 140-ზე მეტი დაშავდა
ფოტო: Abdullah Sahil / AP
ავღანეთში, მეჩეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 72 ადამიანი გარდაიცვალა და 140-ზე მეტი დაშავდა. Aljazeera-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, ავღანეთის შიიტურ უმცირესობაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS-K) აიღო. გამოცემა ადგილობრივზე დაყრდნობით წერს, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.
სამირ აზიზი პარასკევის ლოცვის დაწყების მოლოდინში, თავის სახლში იყო, როდესაც აფეთქების ხმა გაიგო.
"ათობით ადამიანი იყო. მოხუცი კაცები, ახალგაზრდა ბიჭები, ყველა სისხლის გუბეში იწვა. ხალხი დახმარებას ითხოვდა", — განუცხადა 25 წლის კაცმა Aljazeera-ს.
აზიზიმ თქვა, რომ ინციდენტიდან მალევე მოსახლეობა დაჭრილების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას ცდილობდა. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილზე არ მისულან, სულ მცირე, 40 წუთის განმავლობაში.
"ჩვენ ძალიან ცოტანი ვიყავით, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო, ვცდილობდით ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანას", — თქვა მან.
ნაჯილა ჰუსეინის ძმა, აჯმალი, ახალგაზრდა მლოცველებს შორის იყო. როდესაც აფეთქების ხმა გაიგეს, გაიქცნენ მეჩეთისკენ, რომელიც 200 მეტრში მდებარეობდა.
"ყველა სისხლით იყო მოსვრილი. მე განვაგრძე აჯმალის ძებნა", — თქვა მან და დასძინა, რომ არ ახსოვს, რამდენი დრო დახარჯა მისმა ოჯახმა აჯმალის ძებნაში, სანამ მიხვდებოდა, რომ ის ან მისი სხეული იქ არ იყო.
ოჯახი თითქმის 2 დღე ეძებდა მიმდებარე საავადმყოფოებსა და კლინიკებში აჯმალს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ იპოვა.
თალიბანმა დაგმო თავდასხმა და პირობა დადო, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. ეს უკვე მესამე თავდასხმაა, რომელიც ISIS-K-მ განახორციელა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები