როდის და რომელი ვაქცინებით შეძლებთ ე.წ. ბუსტერის გაკეთებას
ფოტო: seenews.com
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარება 50 წელს ზემოთ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებში დაუშვეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. ბუსტერის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც Pfizer-ის, ასევე, ჩინური ვაქცინებით, თუმცა AstraZeneca-თი — არა.
"ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, ორგანოგადანერგილები და სხვადასხვა იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებების მქონე პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ორი დოზა ნებისმიერი ვაქცინით, არის ეს AstraZeneca, Sinopharm, Sinovac თუ Pfizer, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ, ჩაიტარონ ბუსტერ დოზა.
ბუსტერი დოზა ტარდება, როგორც Pfizer-ის ვაქცინით, ასევე, Sinopharm ან Sinovac-ის ვაქცინით, თუ პირი მანამდე აცრილი იყო Sinopharm-ითა და Sinovac-ით. მაგრამ ბუსტერი დოზა არ ტარდება AstraZeneca-ს ვაქცინით, თუმცა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ პირებს ბუსტერი დოზა შეუძლიათ, ჩაიტარონ Pfizer-ის ვაქცინით", — განაცხადა მან.
გაბუნიას თქმით, ვინც ბუსტერი დოზის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უკვე ოქტომბრის ბოლოს შეძლებს მის გაკეთებას.
"პირველი კოჰორტა, ვისაც მოუწევს ბუსტერი დოზის ჩატარება, უკვე ოქტომბრის ბოლოს იქნება მზად იმისთვის, რომ თუ ის აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და მისთვის ნაჩვენებია ბუსტერი დოზის ჩატარება, მათ ეს გააკეთონ. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, შეეხება სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის პროფესიონალებს, ვინც მუშაობს დახურული ტიპის დაწესებულებებში", — ამბობს ის.
ამასთან, განისაზღვრა ე.წ. დამატებითი დოზის გაკეთება მათთვის, ვინც რაიმე მიზეზით — სასწავლო, ბიზნეს და სამოგზაურო მიზნებისთვის — მიდის ქვეყანაში, სადაც ვაქცინაცია Pfizer-ით არის სავალდებულო. გაბუნიას თქმით, მათაც შეეძლებათ, მეორე დოზიდან 28 დღეში დამატებით Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება.
"დამატებითი დოზის ჩატარება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის ან Sinovac-ის ორი დოზით, თუმცა სასწავლო ან ბიზნეს მიზნებისთვის, ან რაიმე მიზნით მოგზაურობის შემთხვევაში იმ ქვეყანაში, სადაც ისინი მიემგზავრებიან არის მოთხოვნები დაწესებული კონკრეტულად Pfizer-თან მიმართებაში, ასეთ დროს პირმა შეიძლება ჩაიტაროს ვაქცინაცია Sinopharm-ისა და Sinovac-ის აცრის მეორე დოზიდან უკვე 28 დღეში, თუმცა ამისთვის ამცრელ დაწესებულებაში უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიზნობრიობა, რატომ სჭირდება მას დამატებითი დოზით აცრა", — აცხადებს ის.
რაც შეეხება 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრას, გაბუნიას თქმით, ეს რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის, ხოლო მათ, ვინც უცხოეთში გაიკეთა პირველი დოზა, მეორე დოზას Pfizer-ის ვაქცინით საქართველოში შესთავაზებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბუსტერ დოზებზე, ასევე, 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი. მათივე თქმით, ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები