ოფროუდში ნაპოვნი ბედნიერება — დედა-შვილის ეკიპაჟი #52
ფოტო: თეგეტა მოტორსი
წლების წინ, როცა დედა ერთ დღეს სახლში ტალახში ამოსვრილი და ემოციებით დატვირთული დაბრუნდა, მარიამმა გადაწყვიტა, რომ ის, რასაც დედა აკეთებდა, თავადაც უნდა ექცია ცხოვრების ნაწილად.
მას შემდეგ მაო გოშაძის და მარიამ ნანობაშვილის გუნდმა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი ოფროუდელების რეპუტაცია დაიმკვიდრა. გასულ წელს დედა-შვილის წყვილმა საერთაშორისო სათავგადასავლო რალი რეიდი მოიგო. ახლა კი წლევანდელ შეჯიბრებაში ისევ მიიღეს მონაწილეობა.
"12 წელია უკვე ოფროუდი ჩემი ჰობია, ამით ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ. "Rally Adventure Georgia"-ს შეჯიბრში მონაწილეობამაც სწორედ ამიტომ მიმიზიდა. ეს არის 6 დღიანი, საკმაოდ სასიამოვნო, თავგადასავლებით სავსე რეიდი, რომელსაც საქართველოს გაცნობითი ხასიათიც აქვს", — ამბობს მაო გოშაძე.
რალი რეიდში მონაწილე ეკიპაჟ #52-ს წელს ახალი პარტნიორიც ჰყავს — თეგეტა მოტორსი დედა-შვილის წყვილს ავტომობილის გამართვაში და რალისთვის აუცილებელი ატრიბუტებით აღჭურვაში დაეხმარა. მაო და მარიამი ამბობენ, რომ ასეთ პარტნიორობას შეჩვეულები არ არიან და იმედი აქვთ, რომ თეგეტას მაგალითით სხვა კომპანიებიც იხელმძღვანელებენ.
"თეგეტა მოტორსთან პარტნიორობა ჩვენს შესაძლებლობებს ზრდის, რაც ცალსახად აადვილებს გეგმის შესრულებას და მიზნის მიღწევას. როდესაც ვიღაც არსებობს, ვისზეც შეგიძლია გადაანაწილო წინამოსამზადებელი ციებცხელება, ცხოვრება ერთი-ორად მშვენიერია", — აღნიშნა მარიამ ნანობაშვილმა.
თეგეტა მოტორსის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა გაძლიერებისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმაა, სწორედ ამით არის განპირობებული ოფროუდით გატაცებული დედა-შვილის მხარდაჭერაც საერთაშორისო რალისთვის სამზადისში.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
მაო გოშაძე 20 წელი ჩოგბურთის მწვრთნელი-პედაგოგი იყო, უმაღლესი განათლებაც ამ მიმართულებით აქვს მიღებული, მაგრამ 12 წლის წინ ჩოგანი გვერდზე გადადო და საჭეს მიუჯდა. მისი თქმით, ქალი მძღოლის დანახვისას სტერეოტიპულ შეფასებებს საქართველოში ჯერ ვერ გავცდით, თუმცა ყველაზე ხშირად გამვლელები მაინც აღფრთოვანებას და გაკვირვებას გამოხატავენ.
"ქალის საქმე არააო — ამის თქმას ვერ ბედავენ, მაგრამ გულწრფელი გაკვირვება ნამდვილად ხშირია", — აღნიშნა მარიამმაც.
"ის ადამიანია ბედნიერი, ვისაც აქვს ნაპოვნი საქმე, ის მიკრო სამყარო, სადაც მთლიანად იხარჯება, იღებს ემოციებს და რა თქმა უნდა, გასცემს კიდეც. ზოგი ხატავს, ზოგი ძერწავს, ზოგიც რაღაც კონსტრუქციებს აწყობს — ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი ამას პოულობს, ის უკვე ბედნიერია. ჩემთვის ოფროუდი არ არის მხოლოდ ავტომობილი, პირველ რიგში ეს არის გუნდი, ურთიერთობა და ბუნებასთან სიახლოვე, და მერე უკვე ავტომობილი" — ამბობს მაო გოშაძე.
რალი რეიდი უგზოობაში საავტომობილო შეჯიბრებისა და ტურისტული ჯიპ–ტურის ნაზავია, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ტარდება საქართველოში. 2021 წლის შეჯიბრი 11 ოქტომბერს დაიწყო და მონაწილეები ვაშლოვანის ნაკრძალისკენ გაემართნენ, შემდეგ კოჯრისკენ, კოჯორიდან მონაწილეები ვარძიაში გადავლენ, შემდეგ სამეგრელოსკენ აიღებენ გეზს, გაუკვალავი გზებით ბათუმში ჩავლენ და ისევ უკან თბილისისკენ.
ექსტრემალური თავგადასავალი სულ ერთი კვირა გაგრძელდება და მასში მონაწილე, ოფროუდელები ჯამში 1500 კილომეტრს დაფარავენ. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს 11 ოქტომბრის სათავგადასავლო რალი, ეკიპაჟი #52-ისა და თეგეტა ჰოლდინგის ახლადდაბადებული თანამშრომლობა, როგორც თეგეტა მოტორსის ქალების მიმართ ერთგულების ერთგვარი დასტური, მომავალშიც გაგრძელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები