იზოლაციიდან აქციაზე — რა დაარღვია უგულავამ და დაჯარიმდება თუ არა ის
"მე არ შემეძლო დღეს არ მოვსულიყავი აქ და ექიმებს მადლობა მინდა ვუთხრა, მომცეს ამის საშუალება" — ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ, 14 ოქტომბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. უგულავას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ანუ იზოლაციის ვადის გასვლამდე, ის მრავალათასიან აქციაზე, პირბადის გარეშე სიტყვით გამოვიდა.
თავად ამტკიცებს, რომ წესები არ დაურღვევია და უკვე გამოჯანმრთელებული იყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს შემუშავებული წესების მიხედვით, რომლითაც ჯანდაცვის სექტორი ხელმძღვანელობს, უგულავას იზოლაცია კიდევ რამდენიმე დღე უწევდა.
როდის დაინფიცირდა და როდის გამოჯანმრთელდა უგულავა
"იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე", — დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში 7 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანიაში დისტანციურად ჩაერთვებოდა. ეს ნიშნავს, რომ მისივე მოლოდინითაც კი, ის 17 ოქტომბრამდე იზოლაციაში უნდა ყოფილიყო.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში On.ge-ს განუმარტეს, არსებული პროტოკოლის მიხედვით, სიმპტომიანი პაციენტი ნაცხის აღებიდან მინიმუმ 10 დღე და პლუს 3 უსიმპტომო დღე უნდა იყოს იზოლაციაში, იმ შემთხვევაში კი თუ ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, 10 დღეც საკმარისია.
გამოდის, რომ მიუხედავად იმისა, აქციაზე მისვლის დღეს ჰქონდა თუ არა უგულავას სიმპტომები, ის კიდევ რამდენიმე დღე მაინც უნდა დარჩენილიყო იზოლაციაში. თუ უგულავამ ნაცხის ანალიზი იმ დღეს აიღო, როცა ამის შესახებ დაპოსტა, ანუ 7 ოქტომბერს, იზოლაცია 20 ოქტომბერს უსრულდებოდა (10+3), რადგან მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ საწყის ეტაპზე სიმპტომები ჰქონდა. ამ დეტალების დაზუსტება მასთან ვცადეთ, თუმცა დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და მხოლოდ პოსტი გამოაქვეყნა.
პირველ ფეისბუქპოსტში, რომელიც უგულავამ გუშინ გაავრცელა, განმარტა, რომ აქციაზე მისვლის ნებართვა მკურნალი ექიმისგან აიღო, რადგან გადამდები აღარ იყო:
"სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად".
ცნობილია, რომ ანტიგენის, ანუ სწრაფ ტესტს PCR ტესტთან შედარებით დაბალი სანდოობა აქვს. უგულავა გუშინ საღამოს სწორედ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ინფექცია დაამარცხა, დღეს კი სოციალურ ქსელში PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც გამოაქვეყნა.
"გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ", — წერს უგულავა.
გიგი უგულავას PCR ტესტის პასუხი
ფოტო: გიგი უგულავას ფეისბუქგვერდი
დააჯარიმებენ თუ არა უგულავას
კონკრეტული პაციენტის მკურნალობისა და იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს. კითხვაზე, აქვს თუ არა ექიმს უფლება განსაზღვრულზე ადრე მისცეს პაციენტს იზოლაციის დატოვების ნებართვა, ჯანდაცვის სამინისტროში ასე გვიპასუხეს:
"ექიმი უნდა მიყვეს პროტოკოლს".
იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ "იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა".
გარდა ამისა, იზოლაციაში მყოფი პირი, ხელს აწერს სპეციალურ ინფორმირების ფორმას, სადაც, მის უფლება-მოვალეობებთან ერთად, განსაზღვრულია სანქცია იზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.
"იზოლაციის/კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას — ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 15 000 ლარის ოდენობით", — წერია სტანდარტულ დოკუმენტში.
იზოლაციის წესის დარღვევის გამო უგულავას დაჯარიმებასთან დაკავშირებულ კითხვას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ასე უპასუხა:
"თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, ის აუცილებლად დაჯარიმდება ამისთვის".
უგულავას მიერ იზოლაციის წესის დარღვევას გამოეხმაურა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ჯანდაცვის კომიტეტის მოქმედი წევრი, დავით სერგეენკო. მისი თქმით, იზოლაციის წესების დარღვევა არაფრის ფასად არ შეიძლება.
"პოლიტიკას და რაღაც იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო [ჯანმრთელობა], ასეთი საფრთხეები არ უნდა დადო საპირწონედ. სანამ საბოლოოდ არ იქნება გავლილი ის პერიოდი, რომელიც დაწესებული არის იზოლაციისთვის, არაფრით არ შეიძლება, რომ ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა. არაფრის ფასად. ვერაფრით ვერ გავამართლებ ამ საქციელს", — ამბობს სერგეენკო.
On.ge-მ სცადა დაკავშირება თავად გიგი უგულავასთანაც, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები